x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
„არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე! დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება“ - თეა გოდოლაძე
image


სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 11 ივლისს მომხდარ გახშირებულ მიწისძვრებს და წერს, რომ ხალხს პანიკის საფუძველი არ აქვს. მისი განმარტებით, გახშირებული მიწისძვრები ვულკანის ამოფრქვევას არ გამოიწვევს.


„ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე. სულ ვამბობდით და ვამბობთ, საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური ქვეყანა და შესაბამისად რეგიონია. დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება ჩვენთან.


ტექტონიკური მიწისძვრების მართვა და გამოწვევა ხელოვნურად სისულელეა. ტექტონიკური იარაღი არ არსებობს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი (რუსეთი) ამას ვერ მოახერხებს.



ჯავახეთის ქედის სეისმურობა გააქტიურებულია. 2021 წლი 1 მაისიდან დღემდე 11 961 მიწისძვრა დაფიქსირდა, “ - წერს თეა გოდოლაძე და მიანიშნებს, რომ მათ მოსახლეობის ინფორმირებულობის ვალდებულება აქვთ.

.

დღეს საქართველოში მიწისძვრა მეშვიდედ მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

.

დღეს, თბილისის დროით 17:54 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

პირველი მიწისძვრა 07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო.

მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეოთხე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეხუთე მიწისძვრაც საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეექვსე მიწისძვრაც თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) იყო.


0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0