x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
პოლონეთის ექს-პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს
image

პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა რუსეთის მისამართით.


პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ განცხადა, რომ რუსეთის მასახლეობის რაოდენობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს.



როგორც გამოცემა Le Figaro წერს, ვალენსა დარწმუნებულია, რომ რუსეთში აუცილებელია პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების დაჩქარება. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს "ხალხთა აჯანყების“ ორგანიზება.




ვალენსა დარწმუნებულია, რომ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის „დაშლა“ აუცილებელია.


„ან შეცვალეთ რუსეთის პოლიტიკური სისტემა, ან დააბრუნეთ 50 მილიონზე ნაკლებ მოსახლეობამდე“, - თქვა ვალენსამ.


ამასთან, პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ეს უნდა მოხდეს „დემოკრატიული გზებით“.


ის დაეთანხმა დასავლეთის ინტერესს ნატოსა და ევროკავშირის მეშვეობით გავლენის სფეროების გაფართოებით. ამასთან, პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ეს უნდა მოხდეს „დემოკრატიული გზებით“.



შეგახსენებთ, მანამდე რუსეთი პოლონეთს "ხორცსაკეპის" მოწყობით დაემუქრა. ასევე მკაცრი განცხადებები გაკეთდა ლიტვის წინააღმდეგ. რუსეთის ამდაგვარი რეაქცია, კალინინგრადის ოლქის შესაძლო ბლოკადას მოჰყვა.



შეგახსენებთ, პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების „სოლიდარობის“ ყოფილი ხელმძღვანელი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში(1983წ.) ლეხ ვალენსა 1990-1995 წლებში იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

1
480
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
480
  
2022, 13 ივლისი, 20:53
რა ხერხებით არის შესაძლებელი დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის დემოკრატიულად ჩამოშორება სახელმწიფოსთვის? რას აღარ გაიგებ და რას აღარ იტყვიან ხოლმე,თუ რუსეთის დამარცხება გინდა ეს გასაგებია და მისასალმებელი,მარა იდიოტობების თქმა და მოსახლეობა ამდენით უნდა შემცირდეს არის არაჰუმანური და ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლების პრინციპებს. ვიღაც ვალენსამ ან ბაიდენმა კი არ უნდა გადაწყვიტოს ვინ ვისი მოქალაქე იქნება,არამედ ადამიანებმა,ვინც რუსეთში ცხოვრობს. აჯანყება უნდა უნდა მოხდესო და მშვიდობის დარგში აქვს პრემია მიღებული,არ შეესაბამება ერთმანეთს აჯანყება და მშვიდობა. როგორც გენო შავდია იტყოდა ერთ სერიალში,ეს ვალენსა კი არ არის დასაჭერი,ვინც ნობელის პრემია მისცა მშვიდობის დარგში ის არის დასაჭერი.
0 1 1