x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„გადაცემებში სხედან, ბულინგს გმობენ და მერე სოციალურ ქსელში იმავეს აკეთებენ - ორმაგი სტანდარტია“ - მერსი სულხანიშვილი
image


სკანდალური ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში საჯარო მოხელის ბულინგს ეხმაურება. ის ფეისბუქში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს აპროტესტებს, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთერთი საჯარო მოხელეა გამოსახული, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მისი წარბების ფორმას სრულიად სოციალური ქსელი განიხილავდა. მერსი სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება მის ბულინგს ახორციელებს, რაც მიუღებელია.

.

„საერთოდ არ ვიცი დღეს რა ხდებოდა Facebook-ში გამუდმებით ერთი ქალბატონის სურათი მივარდება, რომელსაც გარეგნობის გამო თუ თავისი სტილის გამო აბულინგებენ, ცოტა ძალიან ხომ არ ტეხავს განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც წესით საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემნი უნდა იყვნენ და პირიქით მოუწოდებნენ მათ ბულინგის წინააღმდეგ.


.

მე არ მინახავს მისი ქმედება თუმცა უამრავი პოსტი შემხვდა გარეგნობასთან დაკავშირებით. ვნახავ არ ვარ საქმის კურსში უბრალოდ უამრავი ადამიანის პოსტს გადავაწყდი სადაც სწორედ გარეგნობაზე იყო ხაზგასმა. თან ისეთი ადამიანებისგან ვინც ასე თუ ისე აზრის ლიდერებად ითვლებიან ჯდებიან გადაცემებში გმობენ ბულინგს ამ დროს სოც.ქსელში იგივეს აკეთებენ სულ ეს არის ზოგადად ორმაგი სტანდარტი მიუღებელი.

.

რა უნდა გავარკვიო მე კონკრეტული რაც დავინახე იმაზე გავაკეთე კომენტარი სხვა დანარჩენზე თუ რაიმე ფაქტი თუ ქმედება არ მოგწონთ შეგიძლიათ შეფასებით შემოიფარგლოთ და არა ბულინგით ამ ორს შურისნი იმხელა სხვაობა როგორც ცას და დედამიწას შორის, “ - წერს მერსი სულხანიშვილი.


* * *

„სექტემბრისთვის ალბათ თბილისის ყველა ქუჩა დედამისის სახელობის იქნება“ - ირინა სარიშვილი


image

.

ცნობილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ქალაქ თბილისში მოსკოვის გამზირის სახელწოდების შეცვლის თემასთან დაკავშირებით სოციალიურ ქსელში გამოხმაურებას აქვეყნებს. ის სარკაზმით წერს, რომ დედაქალაქში იმატებს კალაძის დედის სახელობის ქუჩების რაოდენობა. ამით კი იმას მიანიშნებს, რომ მერია არ ახდენს თბილისის ქუჩების მოძველებული სახელწოდებების ცვლილებას.
.
„ყველას მერი როა იმის დედის სახელობის ქუჩების რაოდენობა მატულობს ყოველდღიურად და სექტემბრისთვის ალბათ თბილისის ყველა ქუჩა დედამისის სახელობის იქნება
გილოცავ, კახა <3“ - წერს ირინა სარიშვილი.
.
სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი მრავალი წელია თბილისში ქუჩებისთის კომუნისტური სახელწოდებების შეცვლას ითხოვს. თუმცა, ათეულობით წელია, მიუხედავად რუსული აგრესიისა, ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებული სახელწოდებების ცვლილება ამ დრომდე ვერ/არ მოხერხდა. სოციალურ ქსელში დროდადრო ეს საკითხი ცოცხლდება და განხილვის საგნად იქცევა ხოლმე.
.
ბევრი ქართველისთვის მიუღებელია, ოკუპირებული ქვეყნის დედაქალაქის ერთერთ ყველაზე დიდ ქუჩას ერქვას აგრესორი/ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის, ანუ მოსკოვის გამზირი.
1
434
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
434
  
2022, 12 ივლისი, 7:20
რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა ქუჩას? მთავარია,რომ თავებიდან წაშალოთ სსრკ და ყველაფერს ეშველება. თუ ასე არ მოსწონთ სსრკ მემკვიდრეობა,მაშინ იმ სახლებით დაიწყონ სადაც ცხოვრობენ,ყველა მუნიციპალური შენობა სსრკ დროინდელია და დაანგრიონ,მეტროს დანგრევაც არ იქნება ურიგო,რუსული მეტალი იქნება მანდ ნახმარი და უამრავი რამ არის კიდევ საქართველოში,რაც სსრკ დროინდელია და ადამიანები იყენებენ. რუსული პროდუქტის გამოყენების გამო აბულინგებს ელენიკო ხოშტარია ადამიანებს,ხოლო თვითონ და მამამისი რუსული ფულით გულაობენ.

რაც შეეხება ე.წ. ბულინგს,არ მომწონს ეს სიტყვა და როცა ვიღაცას "აღადავებ" არ შეიძლება იყოს დასჯადი. დასჯადი მხოლოდ ფიზიკური ძალადობა უნდა იყოს და უნდა მოეშვათ ქრისტეზე მეტად ქრისტიანობას. წარბები ისე აქვს აპრეხილი რო მართლა სასაცილოა. სიცილი კი კარგია და იცინოს ერმა,რატო გატ*ანით ტვინი? ადრე იყო ლაგოდეხის მერეზე,როცა ტრაქტორზე დიდი ჩანდა სურათში და რაღაც მსგავსი დაუძახეს იმასაც,რაც არაადეკვატური შეფასებაა. მსგავსი რამე რო დაგემართება,მაშინ არ უნდა გეწყინოს ადამიანების ღლიცინი.
0 1 1