x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 ფილმი, რომელიც თავისი სილამაზით მოგხიბლავთ

image


მსოფლიო კინოს ისტორიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები როცა ფილმები, საეტაპო მხოლოდ თავისი უჩვეულო ვიდეორიგის წყალობით გამხდარა. რა თქმა უნდა, სილამაზის განცდა ყველას განსხვავებული აქვს, მთავარია - სილამაზე სანახაობაში არ ავურიოთ. დღეს, წარმოგიდგენთ 10 საოცარ კინონამუშევარს, რომელიც წარმოსახვას თავისი გამომსახველობით ფორმებითა და ვიზუალური ეფექტებით აოცებს.




"მცველები"


image


ფილმის მოქმედება პარალელურ სამყაროში ვითარდება, სადაც სუპერგმირები საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არიან. მეხსიერებაში გაყინული განკითხვის დღის საათი კი, წუთებს ითვლის მსოფლიოს ორი მძლავრი სახელმწიფოს შეჯახებამდე, ხოლო ერთ-ერთი სუპერგმირი შეთქმულების გამოძიებას იწყებს. ფილმში აშშ-ისა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული გაცხარებული ცივი ომის ალტერნატიული ისტორიაა გაშუქებული, რომელსაც ადგილი 1985 წელს ჰქონდა, სადაც ერის ყოფილი სუპერგმირი-დარაჯების ჯგუფი მათ წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებას იძიებს.




"შადრევანი"


image


ლეგენდის თანახმად, არსებობს სიცოცხლის ხე, რომლის წვენსაც მარადიული სიცოცხლის მონიჭება შეუძლია. ტომასი მის საძებნელად მიემგზავრება, რათა თავისი საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს. ეს გახლავთ ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებასა და ამქვეყნად ჩვენი არსებობის ამაოებაზე.





"მეკობრეების ქალაქი" (La ville des pirates)


image


ეს ფილმი ერთგვარ თავსატეხს მოგაგონებთ ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, რომელშიც სხვათა შორის, მეკობრეების ხსენებაც კი არ არის. დაქორწინებული წყვილი და ახალგაზრდა გოგონა - ფილმის მთავარი გმირები არიან, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში მოქმედების სიურეალისტურობა და სასიამოვნოდ შერჩეული ვიზუალური ეფექტებები მაყურებელს როგორც მათში, ასევე თავად რეალობაშიც აეჭვებს.




"გალია"


image


მანიაკის უკანასკნელი მსხვერპლის საპოვნელად ფსიქიატრ ქეთრინს, ფსიქოპათის ქვეცნობიერის ბნელ სიღრმეში შესაღწევად, სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენება სჭირდება. მისი ავადმყოფური ფანტაზიებისა და ბავშვობის მტკივნეულ მოგონებებში შეღწევით, ის საბოლოოდ, მაინც არკვევს თუ სად არის მისი წამების ოთახი და გატაცებული გოგონა.




"სიცოცლისა და სიკვდილის საკითხი"



image


სამოთხეში შეცდომა მოხდება: ანგელოზი დედამიწაზე თავის მომაკვდავ პროტეჟეს ნისლში ვერ პოულობს, ხოლო როდესაც ის მამაკაცს მაინც მოძებნის ის, მას კიდევ ერთი შანსის მიცემას სთხოვს. მის ბედზე განაჩენის გამოსატანად ზეციური სასამართლო იმართება.




"გმირი"


image


დიდი ხნის წინ, ჩინეთი სამთავროებად იყო დაყოფილი, თუმცა მაშინ უკვე არსებობდა ლიდერი, რომელსაც მეზობლების დაპყრობა და საკუთარი თავის გაერთიანებული ქვეყნის იმპერატორად გამოცხადება სურდა. მას საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულ მკვლელებს მიუვლენენ, თუმცა ასევე ისიც პოულობს ყოვლისშემძლე მფარველს.





"მკის დღეები"


image


უკეთესი ცხოვრების ათასობით მაძიებელი საუკუნის დასაწყისში ტეხასის ნაყოფიერ მიწაზე ჩადის. დასახლებულებს შორის - ორი შეყვარებულია, რომლებიც თავს და-ძმად ასაღებს, თუმცა ერთ ფერმერს სწორედ ეს მშვენიერი ქალი ("და") შეუყვარდება, რის შემდეგაც საყვარლები მასთან სარისკო თამაშს იწყებენ.




"მე - კუბა"


image


რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის 1964 წელს გადაღებული ეს დრამა, კუბაზე მომხდარი რევოლუციური მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი რამდენიმე ნოველისგან შედგება, რომელთაგან თითოეულში რევოლუციის დროს ადამიანთა ბედზეა საუბარი. ფილმის ყურებისას მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ოპერატორს ფიზიკის კანონები საერთოდ არ ეხება.




"აანთე წითელი ფარანი"


image


ფილმი ერთი განათლებული გოგონას ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელსაც 20-იანი წლების ჩინელი ფეოდალის მეოთხე ცოლად გახდომა ბედისწერით ჰქონდა განსაზღვრული. რეჟისორ იმოუ ჟანგის ისტორია ტირანიის ცბიერი მექანიზმისა და ფილოსოფიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩინური ტრადიციების ფარგლებს სცილდება.




"ორლანდო"

image


ახალგაზრდა არისტოკრატი ორლანდო მოხუცი დედოფლის, ელისაბედ I-ის ყურადღებას იპყრობს. მისი სილამაზით მოხიბლული ინგლისის დედოფალი მას უბრძანებს რომ არც გაიზარდოს და არც დაბერდეს. ორლანდო მას ემორჩილება და 350 წლის განმავლობაში სრულიად ახალგაზრდა და სიმპათიური რჩება, მაგრამ ცხოვრების პირველ ნახევარს ის როგორც მამაკაცი ისე ატარებს, მეორე ნახევარს კი როგორც - ქალი.






0
565
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
565