საზოგადოება გაიოზ ჩარკვიანი: "ჩემი შვილი ჯალათი ექიმების მიერ იქნა მოკლული.." 2022, 9 ივლისი, 12:44 "საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამის განცხადებით, მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია. 10 თვეა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ექიმმა ჩვენება მისცა, ის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი დაადგინა. მათ შორის, ჩემ შვილს არასწორად უკეთებდნენ აკრძალულ პრეპარატს, ის მედიკამენტი, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში უკეთდებოდა, პნევმონიის დროს აკრძალულია, ეს გახლავთ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 10-ჯერ აღემატება ჰეროინების ჯგუფს, ამას დამატებული მორფინი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომელიც სასუნთქ ორგანოებს თრგუნავს და შესაძლოა, პაციენტის კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს, ამისთვის ნარკოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო. გადასხმები ინფუზიის წესით არასათანადოდ გააკეთეს, როგორ გაუძლო ამ ადამიანმა ამ ყველაფერს 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, არ ვიცი. გარდა ამისა, ჩვენც არაფერს გვეკითხებოდნენ, არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენონ. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ ექიმები სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული, ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ამით ჩემი შვილი ვერ დამიბრუნდება, მაგრამ მისი სული მოისვენებს, ამასთან, საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, იმ ექიმთა ვინაობა, რომელთაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით. გარდაცვალებამდე სახეზე, მხარზე, მუხლზე ნაიარევი, ასევე ჰემატომები ჰქონდა. ჩემი მეუღლე რეანიმაციაში შევიდა, შვილისთვის სურათების გადაღება მოვახერხეთ. მანამდე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით მას და ეს დაზიანებები არ ჰქონია, როცა აპარატზე შეაერთეს, დაზიანებები გაუჩნდა. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ ჩემი შვილი ფიზიკურად შეურაცხჰყო. ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება აქვს მიცემული, რომლის მიხედვითაც, როცა ჩემი შვილის გაპატიოსნება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისმა მეგობრებმა იკითხეს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ვახტანგ ჩარკვიანს. კლინიკაში მათ უთხრეს, რომ ეს „ნაწოლი“ იყო, ყველას მოგვეხსენება, რომ ერთი თვის დაწოლილ პაციენტს, რომელსაც სხვადასხვა მხარეს აწვენდნენ, „ნაწოლი“ არ უჩნდება, ეს სრული აბსურდია“, - განაცხადა ჩარკვიანმა." - აცხადებს გარდაცვილი ფეხბურთელის მამა გაიოზ ჩარკვიანი ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 53 შეფასება არ არის
|