x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გორში ქალმა ჟურნალისტი დაკბინა
image

გორში "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტი დაკბინეს. შემთხვევა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა. რეპორტიორი, მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდა, რა დროსაც შუახნის ქალმა მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა. ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივ დავას არ აპირებს.


"მგზავრს აჯარიმებდა ბილეთის უქონლობის გამო კონტროლიორი, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. მე ვაშუქებდი ამ ამბავს, რადგან მსგავსი ინციდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირია. მოულოდნელად მგზავრმა ქალბატონმა ხელზე რამდენჯერმე მიკბინა. მედიკოსებს უკვე მივმართე სამედიცინო რეკომენდაციის მიზნით. სამართლებრივ დავას არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, " - თქვა "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტმა.


დაპირისპირება გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაიწყო კონტროლიორსა და მგზავრ ქალს შორის.



ტინისხიდი-ბერბუკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი პარალიზებული თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში იყო. ადგილზე რამდენიმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო.


საბოლოოდ 20 ლარით დაჯარიმდა უბილეთო მგზავრი.


"არ იხდის თანხას, დაგვლანძღა, ჩენც დაგვლანძღა და ხალხიც დალანძრა, როცა ჩავალ მაშინ გადავიხდიო, არა და შემჩნეულია, როცა ჩასვლის დრო მოდის არ იხდის"-განაცხადა "ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტთან კონტროლიორმა.

"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტებთან ინციდენტი, რამდენიმე დღის წინაც მოხდა, 5 ივლისს, მათ ჟურნალისტს, შოთიკო სადაღაშვილსა და ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს ქარელის მუნიციპალიტეტში თავს ულტრამემარჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობის „მთვრალი წევრები და მხარდამჭერები“ თავს დაესხნენ, გაუნდადგურეს აპარატურა და მიზეზად დაასახელს ის, რომ "მათ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული"
0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0