x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ნატოს" ალიანსის ყოფილმა მთავარსარდალმა ევრპაში ფილიპ ბრიდლავმა უკრაინას მოუწოდა, ყირიმის ხიდი ააფეთქოს
image

"ნატოს" ალიანსის ევროპის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა უკრაინელებს მოუწოდა ააფეთქონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი სამხედრო თვალსაზრისით-საუბარია ყირიმის ხიდზე.


გებერალმა განმარტა: "თუ უკრაინული მხარე დაარტყამს აღნიშნულ ხიდს ეს იქნება უკრაინელების მხრიდან სრულიად გამართლებული სამხედრო ოპერაცია, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და უკრაინას აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე აგრესორებს ნებისმიერი ხერხით მიაყენოს სამხედრო დარტყმა.


გენერლის განცხადებით მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ტექნიკურად მაღალ დონეზე აგებულ ხიდებსაც გააჩნია სუსტი წერტილი და გამორიცხულია ყირიმის ხიდს არ ჰქონდეს აღნიშნული სუსტი ადგილი.



სწორედ აღნიშნულ სუსტ ადგილზე უნდა მიმართონ უკრაინელებმა სარაკეტო დარტყმამ ეს იქნება ყოველმხრივ გამართლებული მოქმედება რომელიც ყირიმიდან უკრაინის სხვა ტერიტორიაზე ოკუპანტების გადასროლას გარკვეული დროით შეაჩერებს რაც უკრაინულ მხარე აღნიშნული მიმართულებიდან არმიის გარკვეული კონტიგენტის გამონთავისუფლების საშუალებას მისცემს".


გენერლის თქმით ყირიმის ხიდის განადგურება ან მინიმუმ, ხანგრძლივი ვადით მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია ხომალსაწინააღმდეგო ამერიკულ ფრთოსან რაკეტას "Harpoon", რომელიც უკვე არის უკრაინის არმიის შეიარაღებაში.
ყირიმის ხიდი აერთიანებს მატერიკულ რუსეთს და ყირიმს ქერჩის სრუტის გავლით.


image

0
532
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
532