ქალი და მამაკაცი 10 ჭეშმარიტად ქალური ჩვევა, რომელთა გაგებაზეც მამაკაცები უარს ამბობენ 2022, 8 ივლისი, 17:09
დღეს, წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო სტატიას ქალების ჩვევების შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა შესაძლოა ვერასოდეს გაიგონ, ვინაიდან რაც ჩვენთვის, გოგონებისთვის აბსოლუტურად ნორმალური და გასაგებია, მათთვის სრულიად გაუგებარი და აუხსნელია. მაშ ასე, მოდით, ერთად მოვუსმინოთ მამაკაცების ყველაზე გავრცელებულ -"რატომ?!"-ს და გავარკვიოთ რა აღიზიანებთ ჩვენს ჩვევებში ყველაზე მეტად ჩვენს მეორე ნახევრებს.
1. რა საჭიროა ყოველ დილით ყველაფრის სხვა ჩანთაში გადატანა, თუ ის მხოლოდ ფერით განსხვავდება?
ძალიან უცნაურია, რომ მისი კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ ჩანთაში მნიშვნელოვან ნივთს 10 წუთის განმავლობაშიც კი ვერ იპოვნი, თუმცა არა - როგორც ჩანს ის სულ სხვა ჩანთაში ყოფილა!
2. რამდენად სახიფთოა კითხვა "ამ კაბაში მსუქანი ვჩანვარ?" მომავალი ურთიერთობისთვის?
აი, რატომ კითხულობთ თუკი მხოლოდ ერთი პასუხი მიიღება? ნებისმიერი პატარა ვარიაციაც კი ამ ფრაზით სრულდება: "მორჩა, საერთოდ არ მოდივარ!".
3. რა საჭიროა მაღაზიაში რაც დახლზეა თუ საკიდზე კიდია განურჩევლად ყველაფრის მოზომვა თუკი დიდია, არასეზონურია და "საერთოდ – ჩემი სტილი არაა?"
და ამ ყველაფრის შემდეგ კი იმის მტკიცება რომ თავს ენერგიულად და კარგად გრძნობ, თუმცა 3-4 საათიანი მოსინჯვის შემდეგ მაინც არაფერი გიყიდია.
4. "თითქმის მზად ვარ, კიდევ ხუთი წუთი დამელოდე?"
როგორ იქცევა "მისი" 5 წუთი "რეალურ" დროში 40 წუთად? მაშ, ამას ჰქვია "ექსპრეს - მაკიაჟი"?
5. დარწმუნებული ხართ, რომ ამ წამწამების ასაპრეხით თვალის ამოთხრა ნამდვილად შეუძლებელია?
გულწრფელად რომ ვთქვათ, აღნიშნული მოწყობილობა საკონცენტრაციო ბანაკის წამების იარაღს უფრო ჰგავს, რომელიც ეს - ეს არის მხედველობას დაგაკარგვინებს. წამწამები კი, სხვათა შორის, ისეთივე რჩება როგორც ამ საშინელ პროცედურამდე იყო.
6. რატომ დადიხართ საპირფარეშოში ერთად?
თქვენ უკვე ზრდასრული გოგოები ხართ, რომლებსაც უკვე არც მონსტრების ეშიანია და არც მოჩვენებების. იქ რა თქვენ პირადი ჰიგიენის თემაზე რაიმე სახის ერთობლივ რიტუალებს ატარებთ? თქვენ ხომ არც მთვრალები არ ხართ!
7. ქალებს რატომ გძულთ ერთმანეთი ასე ძალიან?
თქვენც გაქვთ კაბები ისეთივე დეკოლტით, ქვედაბოლოები ისეთივე ღრმა ჭრილით, ისეთივე გამჭვირვალე ბლუზები - მაშ, რატომ ადანაშაულებთ კონკრეტულ ქალს ყველა სასიკვდილო ცოდვაში?
8. როგორ შეიძლება მენიუს არჩევისას ამდენი დროის დახარჯვა?
თევზი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ აქ ის ძალიან ძვირი ღირს და თან რაღაც ისეთი ფერიც არ აქვს, გაზეთში ეწერა რომ კრევეტები ქიმიით არის გაჟღენთილი, ქათამი კი საერთოდ მომბეზრდა... ეს ხომ უბრალოდ რაღაც ეგზისტენციალური ტანჯვაა და არა სადილი!
9. სინამდვილეში აი, რას აკეთებთ ერთი საათის განმავლობაში აბაზანაში?
დიდი ალბათობით, თქვენ ყველა გაპარსულ ან დარჩენილ თმას ითვლით, ამავდროულად თქვენივე იოგადან ყველა ვარჯიშს იმეორებთ და მედიტაციითაც კავდებით, შემდეგ მთელს სანტექნიკას წმენდთ და ასუფთავებთ.. აბა, სხვა როგორ ავხსნათ რომ ერთი საათის შემდეგაც კი ამბობთ, რომ "მხოლოდ" ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთებაღა დაგრჩათ.
10. რა საჭიროა ამდენი ფეხსაცმელის ქონა თუკი მათ 70%-ს მაქსიმუმ თვეში ერთხელ იცვამთ?
და რაც ყველაზე "მოულოდნელია" - თქვენი ფეხსაცმლის 10%-ი 100 მეტრის გავლის შემდეგ მყისიერად აფთიაქში პლასტირისთვის ვიზიტს საჭიროებს, მოგვიანებით კი, ირკვევა რომ ტაქსიც გჭირდებათ, რადგან ფეხსაცმელი ზამშის არის და გზაში შეიძლება მარტივად დაბინძურდეს.
|