x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონიის ყოფილი პრემიერი სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს(ვიდეო)
image

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 67 წლის სინძო აბე თავდასხმის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ექიმების თავდადებული ბრძოლის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ქალაქ ნარაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს მას ორი ტყვია ესროლეს. ის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმდა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


გაირკვა თავდამსმხელის ვინაობაც, ექსპრემიერს ზურგიდან ხელნაკეთი თოფიდან ესროლა იაპონიის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეზღვაურმა, 41 წლის ტეცუია იამაგამმა.ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.



დაკავების შემდეგ დამნაშავემ განაცხადა, რომ აბეს პოლიტიკა არ მოსწონდა, ამიტომ ყოფილი პრემიერის მოკვლა სურდა.


იაპონელი პოლიტიკოს სინძო აბე იყო ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე (2006-2007, 2012-2020 წწ.) იაპონიის 57-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი 2006-2007 და 2012-2020 წლებში, შესაბამისად, ქვეყნის ისტორიაში ამ თანამდებობის ყველაზე ხანგრძლივად იმყოფებოდა, ამის გარდა ის იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე მათ შორის პირველი, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა. თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 12 სექტემბერს (ოფიციალურად პოსტი ეკავა 19 სექტემბრამდე). 2012 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.

0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0