x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137465
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
თუ ამ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიდან 10/10 გამოიცნობთ, შეგიძლიათ პოლიტიკაშიც წახვიდეთ

image


თუ თქვენ საგარეო პოლიტიკაში კარგად ერკვევით და წარსულისა და აწმყოს პოლიტიკური მოვლენების კურსშიც ხართ, მაშინ ამ ტესტის გავლა ცხადია არ გაგიჭირდებათ. ამასთან, ასეთი ცოდნით თქვენ არა მხოლოდ პოლიტიკაში წასვლას, არამედ ნებისმიერ პოლემიკაში მონაწილეობასაც შეძლებთ. აბა, მზად ხართ საკუთარი თავი გამოსცადოთ? მაშინ, დავიწყოთ!





1. რა ჰქვია დიდი ბრიტანეთის ამ პრემიერ - მინისტრს?


image


1. უინსტონ ჩერჩილი
2. დევიდ კამერონი



სწორი პასუხია!



უინსტონ ჩერჩილი - იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი 1940 წლიდან 1945 წლამდე, შემდეგ კი 1951-დან 1955 -მდე.



2. და ეს ვინ არის?


image


1. პატრის ლუმუმბა
2. ნელსონ მანდელა



სწორი პასუხი!


ნელსონ როლიჰლაჰლა მანდელა - სამხრეთ აფრიკელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი 1994 -დან 1999 -მდე იყო.




3. ვინ არის გამოსახული ამ ფოტოზე?


image


1.რონალდ რეიგანი
2. ჯიმი კარტერი



სწორი პასუხი!


რონალდ რეიგანი - იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1981 წლიდან 1989 წლამდე.




4. ვინ არის ეს პიროვნება?


image


1. ტონი ბლერი

2. დევიდ კამერონი



სწორი პასუხი!


დევიდ კამერონი - ბრიტანელი პოლიტიკოსი, "კონსერვატიული" პარტიის ლიდერი და გაერთიანებული სამეფოს 75-ე პრემიერ-მინისტრი.




5. ვინ არის ამ შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახული?


image


1.დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი
2. თეოდორ რუზველტი



სწორი პასუხი!


თეოდორ რუზველტი - იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1901 წლიდან 1909 წლამდე.



6. და ეს ვინ არის?


image


1.სალვადორ ალიენდე
2. ფიდელ კასტრო



სწორი პასუხი!


ფიდელ კასტრო - 1959 წლიდან 1976 წლამდე ჯერ კუბის პრემიერ - მინისტრი, შემდეგ კი 1976 -დან - 2008 -მდე კუბის პრეზიდენტი იყო.




7. ეს ქალი ვინ არის?


image


1. მარგარეტ ტეტჩერი
2. ანგელა მერკელი


სწორი პასუხი!


მარგარეტ ტეტჩერი - იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი.



8. რა ჰქვია იტალიის ყოფილ პრემიერ - მინისტრს?


image


1. ენრიკო ფერმი
2. სილვიო ბერლუსკონი



სწორი პასუხი!


სილვიო ბერლუსკონი - გახლავთ იტალიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ოთხჯერ ეკავა.




9. რა ჰქვია არგენტინის ყოფილ პირველ ლედის?


image


1. იმელდა მარკოსი
2. ევა პერონი



სწორი პასუხი!


ევა პერონი - არგენტინის პირველი ლედი, 29-ე და 41-ე პრეზიდენტის ხუან პერონის მეორე ცოლი.




10. და ბოლოს, ვინ არის ეს?


image


1. ელისაბედ II
2. ელისაბედ I


სწორი პასუხი!


მისი უმაღლესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.


0
1302
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1302