x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
უცნაური ხრიკები, რომლებსაც ცნობილი ქალბატონები სილამაზისთვის იყენებდნენ

image
ქალებს ყოველთვის სურთ გამოიყურებოდნენ განსაცვიფრებლად. ზოგჯერ ამისთვის უცნაურ ან მტკივნეულ რაღაცებსაც აკეთებენ. ეს პატარა ხრიკები შეიძლება სრულიად უაზრო მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ცნობილი ქალბატონები მათ წარმატებით იყენებდნენ:


1. ელიზაბეტ ტეილორი

ელიზაბეტ ტეილორის გამორჩეული გარეგნობა უპირველეს ყოვლისა გენეტიკის დამსახურებაა. კერძოდ, მისი კანი იდეალურად, ფაიფურივით გამოიყურებოდა იმისდა მიუხედავად, რომ სახეზე ბუსუსები ჰქონდა. მსახიობი მათ იპარსავდა და რეგულარულად იშორებდა მკვდარ უჯრედებს, შედეგად მისი კანი უფრო გლუვი და ნათელი გახდა.image

2. ქლოი გრეის მორესი

სახის კანის გასაწმენდად მრავალი დასაბანი ქაფი თუ ესენცია არსებობს, მსახიობი კი ამ პროცედურისთვის მაინც და მაინც ბუნებრივ საშუალებას ანიჭებს უპირატესობას, კერძოდ კი სახეს მცენარეული ზეთით იწმენდს.image

3. ჯულიანა ჰაფი

მოცეკვავე და მსახიობი ჯულიანა ჰაფი კბილებს კურკუმათ ითეთრებს, რაც ერთი შეხედვით უცნაურ გადაწყვეტილებად გვეჩვენება, რადგან ვიცით, რა ძნელია ამ ყვითელი ფხვნილისგან დარჩენილი ლაქების მოცილება.

თუმცა, ჯულიანას მტკიცედ სწამს კურკუმას ანტიბაქტერიული თვისებების. ის ამტკიცებს, რომ მისგან კბილები არ ყვითლდება: „ფაქტობრივად, თეთრდება. კურკუმა არის ბომბი, ეს ყველამ უნდა სცადოს. ”image

4. ჯინჯერ როჯერსი

სახის კანის თანაბარი და გლუვი რომ ჰქონოდა ცნობილი მოცეკვავე ჯინჯერ როჯერსი ჰამამელისს იყენებდა. ეს არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ჰამამელის ტონიკი კვლავ იყიდება აფთიაქებში და მოთხოვნადია.image

5. დოროტი დენდრიჯი

დოროტი დენდრიჯი ყურადღებას არა მხოლოდ საკუთარი სილამაზით და ნიჭით იპყრობდა, არამედ ნარინჯისფერი ტუჩსაცხითაც. სწორედ ეს გახდა მისი სავიზიტო ბარათი. როგორც აღმოჩნდა, დოროტი ჩვეულებრივ წითელ ტუჩსაცხს ურევდა ფორთოხლის წვენს და ამით აღიავებდა.image

6. ბრიჯიტ ბარდო

ფრანგი ლამაზმანის აჩეჩილი, ხვეულა ვარცხნილობა მისი განუყოფელი სტილის ნაწილი იყო. ასეთი ეფექტისთვის ი მსახიობი საკუთარ ნერწყვს იყენებდა. თმის ბოლოებს ისველებდა და შემდეგ თითით იხვევდა.image

7. ვიქტორია ბექჰემი

ცნობილ დიზაინერს სახის კანის მოვლის მეტად უცნაური მეთოდები აქვს, კერძოდ, იყენებს საშუალებებს, რომელიც ფრინველის სკინტლს შეიცავს. ვარსკვლავი ტრადიციული იაპონური მოვლის საშუალებების მოყვარულია, გეიშები კი ამ ინგრედიენტს წარმატებით ყენებდნენ, განსაკუთრებით კი ბულბულის სკინტლს.
image





0
508
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0