x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პერუში ოჯახი წლების მანძილზე ცხოვრობდა სახლში, რომლის ქვეშაც რირიკანჩოს უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ დაკრძალული
image
"პერუს დედაქალაქ ლიმაში იპოლიტო ტიკოს ოჯახი წლების მანძილზე ცხოვრობდა სახლში და არაფერს ეჭვობდა, რომ სახლის ქვეშ 500 წლიანი სამარხი იყო.


იპოლიტომ სამარხი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა როცა სარდაფში სარემონტო სამუშაოები დაიწყო რისთვისაც მიწის ამოღება გახდა საჭირო, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ სახლი იდგა ინკების სამარხებზე" — იტყობინება გამოცემა "The Guardian".


იპოლიტომ იპოვა სამარხი, სადაც უზარმაზარი რაოდენობის ნივთი აღმოჩნდა სპეციალურად დამუშავებულ ქსოვილში მჭიდროდ გახვეული, რომელთა ასაკი მეცნიერების აზრით და კვლევებით 500 წლის ასაკით განისაზღვრა.


სამარხი სავსე იყო კერამიკული ნაკეთობებით და ძვირფასი სამკაულებით.
ადგილზე მისული მეცნიერების აზრით იპოლიტოს სახლის სარდაფში აღმოჩენილი გვამი ეკუთვნოდა ინკებამდე პერუს მმართველი რირიკანჩოს ტომის ელიტური საზოგადოებას, სწორედ ამაზე მეტყველებს დიდძალი ძვირფასი სამკაულების და ძვირფასი კერამიკული ნაკეთობების სიუხვე, გარდა ამისა მთავარი სამარხის გვერდით აღმოჩნდა სხვა სამარხებიც, რომლებიც ნივების სიუხვით არ გამოირჩეოდა, მეცნიერების ვარაუდით ეს სამარხები დიდგვაროვანი ინკის მსახურებს ეკუთვნის.



მეცნიერების აზრით იპოლიტოს სახლის ქვეშ დაკრძალული ადამიანები რირიკანჩოს ძლევამოსილი ტომის წარმომადგენლები იყვნენ, სწორედ ეს ტომი მართავდა უზარმაზარ იმპერიას მანამ, სანამ მათ ადგილს ბევრად ძლიერი ინკები დაიკავებდნენ.


imageimage



0
298
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
298