x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
როგორ მოკლა მამამ საკუთარი შვილი დედის თვალწინ მოზარდი გოგონას გაუპატიურების გამო-კრიმინალური არქივიდან
image

33 წლის ალექსანდრე მ-ძე საკუთარი მამის მსხვერპლი გახდა – 61 წლის ნუგზარ მ-ძემ ის იარაღით მოკლა საკუთარ სახლში და ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველი – ალექსანდრე მ-ძის დედა, ნელი მ-ძე, რომელმაც, მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ქმრის შეჩერება. შვილის მოკვლის შემდეგ ნუგზარ მ-ძემ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.



რა გახდა მამა-შვილის დაპირისპირების და შემდეგ მკვლელობის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის სოფლის მცხოვრებლებისგან გახდა ცნობილი. იგივე მოტივი დაასახელა მკვლელობაში ბრალდებულმა ნუგზარ მ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა, რადგან მას ოჯახისა და პირადად მისი სახელის შეურაცხყოფა არ აპატია. „თავლაფდასხმული ვიყავი. ორი დღე სახლიდან გარეთ ვერ გავბედე გასვლა, რადგან ყველა ჩვენს ოჯახზე ლაპარაკობდა. ერთ დროს თითით საჩვენებელ ოჯახს ჩირქი მოსცხო და ეს ვერ ვაპატიე, “ – განაცხადა აღიარებით ჩვენებაში განსასჯელმა.





საქმის მასალების მიხედვით, 33 წლის მამაკაცი სოფელმა მოზარდი გოგონას გაუპატიურებაში და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ამხილა. გოგონა სოციალურად დაუცველი, ღარიბი ოჯახიდან იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ მას მამა და მამიდა ზრდიდნენ. როგორც სოფელში ხმა გავრცელდა, ალექსანდრე მ-ძეს სექსუალური კავშირი ჰქონდა მოზარდთან (რასაც ამტკიცებდნენ თვითმხილველები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გოგონა ალექსანდრესთან ერთად არაერთხელ ნახეს საეჭვო ვითარებაში), მამაკაცმა ბრალი უარყო. ალექსანდრე მ-ძეს ქორწინებიდან 10 წლის გოგონა ჰყავდა, რომელსაც დედა ცალკე ზრდიდა. ყოფილმა ცოლმა მეორედ დაოჯახების შემდეგ მამას შვილის ნახვაც კი აუკრძალა, რასაც ალექსანდრე მ-ძის მხრიდან მამობის უფლების სამართლებრივი დაცვის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ბავშვი თავად აღმოჩნდა მამის ნახვის კატეგორიული წინააღმდეგი.
ალექსანდრე მ-ძის მეზობლების ჩვენების მიხედვით, ოჯახის დანგრევის შემდეგ მას უცნაურობას ამჩნევდნენ და კონფლიქტურ სიტუაციებშიც არაერთხელ მოხვდა, რის გამოც მასთან ურთიერთობას ყველა თავს არიდებდა. სამაგიეროდ, სოფელი პატივისცემით ექცეოდა მის მამას, რომელსაც მშრომელი და პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი შვილის, ალექსანდრეს მოზარდთან საეჭვო კავშირის გამო ყველამ გარიყა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ალექსანდრე მ-ძის მამას სახლში მიადგა მოზარდი გოგონას მამიდა და მოსთხოვა, ან შენმა შვილმა ცოლად მოიყვანოს ჩემი ძმისშვილი, ან პოლიციაში გიჩივლებთო. ამ ინციდენტის შემდეგ მამამ შვილთან საქმის გარკვევა სცადა, თუმცა ალექსანდრემ უარყო, რომ მოზარდთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა. ამის მიუხედავად, სოფლის მცხოვრებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მას ამ ქმედებას გოგონას ოჯახი ტყუილად არ აბრალებდა. მამასა და შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა ალექსანდრემ საკუთარ უდანაშაულობაში მამის დარწმუნება მაინც შეძლო.
რა მოხდა მკვლელობის დღეს, მოგვიანებით თავად ბრალდებულისგან გახდა ცნობილი: მისი ჩვენების მიხედვით, თავად დაადგა თავზე შვილს, რომელსაც მოზარდ გოგონასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.




ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „სოფელში ჩემი გარდაცვლილი ცოლისდის მიტოვებული სახლი გვაქვს და დროდადრო მივდივარ ხოლმე, რომ იქაურობას მივხედო. იმ დღეს შემთხვევით მოვხვდი იმ სახლთან. მე და ჩემი მეზობელი კაცი ორმოციდან ვბრუნდებოდით, ოდნავ ნასვამი ვიყავი და სახლში შევედით. ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა. მეზობელი, რომელიც მახლდა, იხუმრა კიდეც – მგონი, ქურდებს დავადექით თავზეო. პირველ სართულზე, როგორც კი კარს შეხსნი, გრძელი დერეფანია, რომლის ბოლოშიც ძველისძველი ტახტი დგას. შევედი დერეფანში ჩემს მეზობელთან ერთად და საშინელი სურათის შემსწრე აღმოვჩნდით: ჩემი საკუთარი შვილი იმ ბავშვთან გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მოზარდი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ, რას გახდებოდა? ნერვიულობისგან მუხლები მომეკვეთა. როგორც კი ალექსანდრემ დამინახა, ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. გამოკიდება ვცადე, მაგრამ, ჩემმა თანმხლებმა კაცმა შემაჩერა. მერე, გული რომ წამივიდა, იმ ჩემმა მეზობელმა ეზოში წყალი იპოვა და თავზე დამასხა. არც კი ვიცოდი, შეშინებული გოგოსთვის რა მექნა, ახლოს მისვლაც ვერ გავბედე. ისევ ჩემმა თანმხლებმა იყოჩაღა – გოგონას ჩაცმაში დაეხმარა და სახლში წაიყვანა. არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი. საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ, ის, რაზეც მთელი სოფელი ჭორაობდა, მართალი ყოფილა. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ გოგონა თითქმის ალექსანდრეს შვილის ტოლი იყო, თან, ეს ოჯახი ნათესავად გვეკუთვნოდა. ალექსანდრე გვიანობამდე არ გამოჩნდა. მე მაინც ველოდებოდი. ჩემი ცოლი მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. ალბათ, ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ეზოს კარის ჭრიალი გავიგე, ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, შვილის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და სანადირო თოფი გამზადებული მქონდა. ჩემი ცოლი ამ დროს დერეფანში იდგა და აშკარად მიხვდა, რაც მქონდა ჩაფიქრებული. როგორც კი ალექსანდრე მეორე სართულის კიბეს ამოუყვა, წინ დავუდექი და თავში ვესროლე. ჩემი ცოლი მიჭერდა, მაგრამ ვერ შემაჩერა. გასროლის ხმაზე და ჩემი ცოლის კივილზე ეზოში მეზობლები შემოცვივდნენ, მე იარაღი საკუთარი თავისკენ მოვაბრუნე, რომ თავი მომეკლა, მაგრამ, არ მახსოვს, თოფი ვინ წამართვა”. (განაგრძე კითხვა<<<)


image

ასევე იხილეთ


115 წლის წინ, 1907 წლის 26 ივნისს(ძველი სტილით13 ივნისს) ტფილისში (ახლანდელი თბილისი) რუსეთის იმპერიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა მოხდა. ბოლშევიკების ჯგუფი თავს დაესხა სახელმწიფო ხაზინის კარეტას და დღევანდელ კურსში თუ გადავიყვანთ 16 მილიონ დოლარზე მეტი გაიტაცეს. შეტევას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ბოლშევიკი სიმონ ტერ-პეტროსიანი...


ზურაბ ცინცაძე ქურდად 18 წლის ასაკში აკურთხეს. ის 1942 წელს ბათუმში დაიბადა, მაგრამ შემდეგ, როგორც ბევრი სხვა კრიმინალური ავტორიტეტი, გადავიდა მოსკოვში, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ყველა სახის გაიძვერას. მაგრამ მანამდე, ზურაბ ცინცაძემ მოახერხა საკუთარ სამშობლოში თავის გამოჩენა, სადაც, სხვათა შორის, ციხეში თითქ...


დურუ ცოცხალია! ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედი დურუ ხურცილავა 1984 წელს 46 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ცენტრალურ ქართულ კომუნისტურ პრესაში ინფორმაციაც გავიდა. თუმცა, ადამიანების ფსიქიკა (მით უმეტეს, საბჭოელების) მაშინ ისე იყო მოწყობილი, რომ მთავრობის სიტყვის არავის სჯეროდა. არც ეს ინფორმაცია დაიჯერეს...


დღესაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება, თუ რატომ გამოირჩევა როსტოვის ოლქი სერიული მკვლელების "მექად", მარტო ეს რეგიონი 37 სერიულ მკვლელ- მანიაკს ითვლის, რომელიც "როსტოვული სამკუთხედითაა" ცნობილი(როსტოვი, შახტი და ტაგანროგი) აქედან არიან ისეთი "მძიმეწონიანი მანიაკები" როგორებიცაა რომან ბურცევი, იური ციუმანი, ვლადიმერ მუხალკინი, ვალდიმერ სელეზნიოვი და...

0
1299
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0