x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ გადახედავთ როგორ გამდიდრდნენ შეკითხვები აღარ დაგრჩებათ" - ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


"თუ გადახედავთ სტატისტიკას, თუ როგორ გამდიდრდნენ ე.წ. ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, აფთიაქები, მედია- მაგნატები, შეკითხვები აღარ დაგრჩებათ, ვინ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი"- ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და დღის წესრიგში კვლავ პანდემიის თემების დაბრუნებას სპეკულაციას უწოდებს:


"რადგან ისევ იწყება სპეკულაცია პანდემიური თემებით, გთავაზობთ ბლიც კვლევას, ვის არ დაემართა ე.წ. ჭირი.


1.მსმელებს


2.უსახლკაროებს( ე.წ. ბომჟები)


3.სკლეროზით და სხვა ტვინთან კავშირში მძიმე დაავადებების მატარებლები


4.ღრმად მორწმუნეებს


5."ამჩემსფეხება" ხალხს


6.მძიმე ფიზიკური შრომაში მყოფთ


7.მძიმე ონკოკოგიური სენით დაავადებულებს, მათ შორის ქიმიურ-თერაპიული კურსის დროს


8.შეყვარებულებს(არ გაგეცინოთ)სექსი, კოცნა და ბედნიერების ჰორმონი იმთავითვე სპობს ყველა გარე ბაქტერიას.


9.მათ ვისაც უფრო შეთქმულების თეორიის სწამთ, ვიდრე ეპიდემიოლოგების


10. და ბოლოს ასაკოვან ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს შინაპატიმრობაზე.


თუ გავშლით ამ ჩამონათვალს ძალიან მარტივად ლაგდება ფაზლი.


ყველაზე დიდი რაოდენობით დასნეულდნენ პანიკური შიშით შეპყრობილი ადამიანები, ოფისის თანამშრომლები, სადაც ჩაკეტილი, სავენტილაციო სისტემაა, ურწმუნო თომები და მედია დამოკიდებული.


რაც შეეხება ონკო დაავადებულებს მათ იმდენად დიდი აქვთ გამოჯანმრთელების ჟინი, რომ ვერანაირი თავსმოხვეული სნეულება ვერ მოერევათ.


სკლეროზი და სხვა დაავადებებს არ მიაქვთ ტვინამდე "საშიში სიგნალი" შესაბამისად არც ავადდებიან.


მსმელებს საკმაოდ ძლიერი "დასპირტული იმუნიტეტი" აქვთ.
უსახლკარო და გაჭირვებულ ადამიანებს დიდი დოზით უწევთ სუფთა ჰაერზე ყოფნა-ესეც გამაჯანსაღებელი ინსტრუმენტია!
ღრმად მორწმუნე ადამიანს ისედაც ყველაფრის იმუნიტეტი აქვს!
რაც შეეხება სიყვარულს-ეს უალტერნატივო დეპანდემიური ანტიდეპრესანტია.


მოკლედ ისევ ღვინო, დუდუკი ქალები(კაცები)
რჩება აქტუალურ ფაზაში, ხოლო
ზე, ზე, ზე დამცავი კვლავაც უპირობო სიყვარულია!
მშვიდობა და სიყვარული, ერო!


P.S.თუ გადახედავთ სტატისტიკას, თუ როგორ გამდიდრდნენ ე.წ. ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, აფთიაქები, მედია- მაგნატები, შეკითხვები აღარ დაგრჩებათ, ვინ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი."- წერს ლალი მოროშკინა.


კოვიდინფიცირებულთა ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, ამიტომ ის საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს:


"ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი "ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც "ბუსტერი" უკვე აქვს, მეორე "ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს – "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით "ბუსტერი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.





0
283
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
283