x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ

image


1. ზრდასრული ადამიანის სხეულში, დაახლოებით, 200 ძვალია. ახალშობილს სხეულში კი – 300! დანარჩენი 100, სხვა ძვლებთან ან ერთმანეთთან ერთიანდება.

2. თითოეულ ჩვენგანს, ფიზიკური ტკივილი არაერთხელ გამოუცდია. ტკივილის მექანიზმი ყველამ იცის – ნერვი სიგნალს იღებს, მას ტვინის მართვის ცენტრში გზავნის და ჩვენ ტკივილის შევიგრძნობთ. ტკივილის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ არ არსებობდეს, ვერ მივხვდებით, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის.

3. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მსოფლიოში რამდენიმე ათეული ადამიანია, რომელმაც საკუთარი ბედის, უსულო საგნებთან დაკავშირება გადაწყვიტა. ასე, მაგ., არსებობს, ოფიციალურად დაფიქსირებული ქორწინების ფაქტი ბერლინის კედელზე, სათვალთვალო ბორბალზე, ხიდზე, რობოტზე, საწყობზე და ა. შ.

4. ის რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველი ლურჯი ვეშაპია, რა თქმა უნდა ყველამ იცის. მაგრამ, ის თუ იცით, რომ ის იმდენად უშველებელია, რომ მის ვენებში, ბავშვს ცურვა თავისუფლად შეუძლია?


image


5. გემოს ენაზე მოთავსებული საგემოვნო რეცეპტორების მეშვეობით შევიგრძნობთ. თუმცა, მხოლოდ იმ საკვების გემოს ვგრძნობთ, რომელიც ნერწყვში იხსნება. და თუ, პირს ნერწყვისგან მთლიანად გავიშრობთ, საჭმლის გემოს იქამდე ვერ შევიგრძნობთ, ვიდრე ნერწყვი არ გამოიყოფა.

6. გულის გაჩერების შემთხვევაში, ადამიანი კვდება. მაგრამ, ყოველთვის არა! და აქ კლინიკური სიკვდილს შემთხვევა არ იგულისხმება. საქმე იმაშია, რომ როდესაც ვაცემინებთ, გული რამდენიმე წამით ჩერდება.

7. რადგან სიკვდილ–სიცოცხლეზე დავიწყეთ საუბარი, აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველწლიურად, 150–მდე ადამიანი, ქოქოსის თავში დაცემით იღუპება.

8. ერთხელ, ჩარლი ჩაპლინის ორეულის მოსაძებნად, კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა, თავად ჩაპლინმაც მიიღო და მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.


image


9. თუ დრო მოვიდა და ქალს მშობიარობა დაეწყო, ე. ი. დაიწყო... და მისი შეჩერება შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს ცხოველი – არმადილო, რომელსაც მშობიარობის გადადება შეუძლია და ერთი და ორი დღით ან თვით კი არა, მთელი, 2 წლით.

10. დედამიწაზე ყველა ცოცხალ ორგანიზმის სისხლი წითელი არ არის. მაგ., ლობსტერს შეუძლია ცისფერი სისხლით დაიტრაბახოს. წურბელას მწვანე სისხლი აქვს, კალიას – თეთრი, ხოლო, ბევრ მოლუსკს – იისფერი.

11. თუ საუბარი ზოლიან ცხოველებზეა, პირველ რიგში, ყველას ზებრა და ვეფხვი ახსენდება. ზოლიანი ბეწვი ორივეს აქვს, მაგრამ თუ გავპარსავთ, მხოლოდ 1 ზოლიანი ცხოველი დარჩება – ვეფხვი. ხოლო, ზებრა, მთლიანად შავი იქნება.

12. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იღუპებიან. მაგ., ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ქრისიპე (ძვ. წ. აღრ. 279–206 წწ.) სიცილით გარდაიცვალა. ეს მეტად იშვიათი მოვლენაა, რომელიც გულის უკმარისობა და ბოლოს, მის გაჩერებას იწვევს.


image


არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე ცბიერები – რომელ ცხოველს შეუძლია ეშმაკობა, მელას გარდა?

* მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე

* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ

* 15 რამ, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)


0
515
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0