x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121604
  • ვიდეო:354853
  • სურათი:493736
რუსმა პოლიტიკოსმა დაასახელა მთავარი მიზეზი, თუ რატომ უთხრეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი
image

რუსმა პოლიტილოგმა ალექსეი მარტინოვმა დაასახელა მთავარი მიზეზი, თუ რატომ უთხრეს საქართველოს უკრაინის და მოლდოვასგან განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატობაზე უარი. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გამოცემა lenta.ru-სთან ისაუბრა.


მარტინოვის მტკიცებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი სუსტი ანტირუსული პოზიციის გამო ვერ გახდა.


საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე სწორედ არასაკმარისი ანტირუსული პოზიციისა და სანქციებზე მხარდაჭერაზე უარის გამო, მიიჩნევს პოლიტოლოგი ალექსეი მარტინოვი.



"თავისთავად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის არაფერს ნიშნავს. გარდა, ალბათ, პიარეფექტისა, - თქვა მარტინოვმა. - მაგრამ ანტირუსულ სანქციებთან შეერთება საბედისწერო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, რომლის ზარალის კომპენსირებაც ნაკლებად სავარაუდოა ევროკავშირმა მოახდინოს. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქვეყანა შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს."


პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცალსახად მიანიშნებდნენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „არასაკმარისი რუსოფობიის“ გამო არ მიენიჭა.


პარალელურად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, ის ათეულ ათას ჯარისკაცს მოაცდენს.


ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დღეს, 6 ივლისს ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, თუ აქ ომი დაიწყებოდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მაშინ რატომ მისცეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვას, სადაც ომი არაა.


კობახიძის თქმით, მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში მეორე ფრონტი რუსეთს ვითარებას გაურთულებდა.


„საქართველოს ჰყავს ჯარი. საქართველოში რომ დაიწყოს ომი, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათასი იქნება. ესეც ზუსტად ვიცი.


რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით. იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


3
911
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
911
  
სანამ დასცინებთ და იღლიცინებთ რუსს ჯარისკაცებზე,ცოტა დაფიქრდით და მიხვდებით,ფორმა არ აცვიათ და ერთმანეთს ჯიბეში აფსავენ,მაგრამ მაინც თავს სწირავენ პუტინისთვის. ეს არის დასაფიქრებელი რაღაც და თავისი მიზეზები აქვს,ან დებილები არიან ან აშანტაჟებენ ან ორივე ერთად. დებილზე და მშიშარაზე გამოსადეგარი არ არის არავინ უაზრო კონფლიქტში,როცა ვიღაცას აშინებს და ჭუჭულიკს აჩვენებ,დამინახეთ თქვენზე დიდი მაქვსო. რეალურად,უკრაინის დაპყრობა არ უნდა რუსეთს,აშინებს და ამაში უნიფხვოდ მორბენალ ჯარს იყენებს,ძველ ტექნიკას.
პირდაპირ ვიტყვი,რომ რუსეთს თურქეთის და ჩინეთის უფრო ეშინია,ვიდრე ბრიტანეთის ან ამერიკის,რადგან პუტინთან მიმსგავსებული ლიდერები ყავთ. შეიძლება ამერიკული შეიარაღება და ჯარი უფრო მძლავრია,ვიდრე თურქეთის,მაგრამ თავზეხელაღებული თურქი უფროა,ვიდრე ამერიკელი. ამერიკის არასოდეს ეშინოდა რუსეთს,რადგან თავისუფალი ქვეყანა არის დეცენტრალიზაციით და გადაწყვეტილებების მიღების სირთულით,რაც მოქნილობას უკარგავს იმ სიმძლავრეს,რაც აქვს ამერიკას. ვიეტნამში დაამარცხა,ავღანეთში ორჯერ დაამარცა და ეხლა იგივეს უპირებს უკრაინაში. გახსოვთ ალბათ,როგორი აქციები იმართებოდა აშშ ჯერ ვიეტნამიდან ჯარის გამოყვანის,მერე ავღანეთიდან და მერე ისევ ავღანეთიდან.ბორისა ჯონსონს უკვე შეუყენეს წყალი და შემდეგი არის ბაიდენი,ამერიკელების ხელით დაამარცხებს ამერიკას ტრადიციულად რუსეთი. რუსეთში ვინც ხმა ამოიღო ჯერ ადრე და ეხლაც,ყველა გააციმბირეს ან დააპატიმრეს ან დახვრიტეს. ეს არის დემოკრტიული და თავისუფალი ქვეყნების სუსტი წერტილი. რუსებს ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემას მინუსად უთვლიან,მაგრამ ეგ არაფერში სჭირდებათ. რუსეთი არის საომარი ყაიდის ქვეყანა,სულ ომშია და მაგით ცოცხოლობს,ხოდა ავტორიტარიზმი უფრო გამოსადეგარია ომში,ვიდრე ლიბერალური დემოკრატია. ამიტომ არის საშიში რუსეთი და ამიტომ არ უნდა "უჩუჩხურო ჯოხი" მიშასავით. შეილება უნიტაზი არ იციან რა არის ან დახეული ფორმა აცვიათ რუსს სამხედროებს,მაგრამ ამერიკლებეზე საშიშები არიან. თავის დროზე არ ბარბაროსებს ქონდათ ტანსაცმელი,ფოთლები ქონდათ მიფარებული იმ ადგილებში,მაგრამ კი აიღეს რომის იმპერია.
ძალიან მარტივად არის საქმე,უკრაინა-მოლდოვას ერთ რეგიონად აღიქვავენ,ამიტომაც მისცეს მათ და არა ჩვენ. საქართველო კავკასიაში მდებარეობს,სადაც ძნელად მისადგომი და თითზე ჩამოსათვლელი სავალია ქვეითების ადვილად გადასაყვანად,რასაც დრო და რესურსები სჭირდება. არის მეორე ფაქტორიც,თურქეთის სიახლოვე და მისი ინტერესები,თუ დაიწყებს ჩვენთან ომს რუსეთი,მაშინ სწრაფად უნდა დაასრულოს. უკრაინაში ტილაობს და მაგის ფუფუნება არ ექნება საქართველოში. დასავლეთის სახელმწიფოები არ და ვერ შედიან ღია კონფლიქტში რუსეთთან,ხოლო ერდოღანი შევა. იმიტომ არა რო ჩვენზე ზრუნავს,თავისი ინტერესები აქვს და ალტერნატიული მიწოდების გზა გადის საქართველოზე. 2008 წელს,რა გგონიათ რო ამერიკულმა გემმა გააჩერა მართლა რუსეთი? თურქეთის ფაქტორის გამო გაჩერდა,რადგან თუ ვინმეს შეუძლია რუსეთისთვის პრობლემის შექმნა ეს თურქეთია და ეს იცის პუტინმა. როგორც თავის დროზე ჰიტლერს სტალინის ეშინოდა და მთელი ძალები სსრკკენ გადაისროლა,ეგრეა ეხლაც. თან თავდაუსხმელობის შეთანხმება ომამდე გაფრომდა სსრკს და გერმანიას შორის. ეხლა თურქეთი არ ერევა აქტიურად ამ კონფლიქტში,რადგან მებრძოლი მხარეები მისი მტრები არიან პოტენციურად,რაც ისტორიაში არაერთხელ დადასტურდა. ეს კონფლიქტი არის ბრიტანეთ-ამერიკას და რუსეთს შორის,ხოლო უკრაინა არის გაჩხერილი და განწირული. ხსენებული სამივე ქვეყანა კი არის თურქეთი მოწინააღმდეგე ორივე მსოფლიო ომში. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ,ჯერ ბრიტანელებმა წაართვეს ბათუმი და მერე რუსებმა,ხოდა ეს კარგად ახსოვთ თურქეთში. მავანი იტყვის რო ეხლა სხვა დროა,მაგრამ ეგრე არაა,ქართველისთვის თურქი მტერი იქნება ყოველთვის,როგორც თურქისთვის სომეხი და ბრიტანელისთვის ფრანგი. ხო თითქოს კარგად არიან ინგლისელები და ფრანგები,მაგრამ ადამიანურ დონეზე სძულთ ერთმანეთი. როგორც ირლანდიელი ვერ შეიყვარებს ინგლისელს,ქართველი რუსს(უმეტესობა),აზერი სომეხს,ისე ვერ შეიყვარებს თურქი რუსს
0 1 3