სხვა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი გოგონები! - მსგავსებები და განსხვავებები, რომლებიც გაგაოგნებთ 6 ივლისი, 13:37 ეს ორი ქვეყანა კორეის ნახევარკუნძულს იყოფს, მათ საერთო საზღვარი და მსგავსი სახელწოდებები აქვთ, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. პოლიტიკური კურსი, ცხოვრების დონე, ღირებულებები - ყველაფერი ეს ადამიანთა ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. თქვენს წინაშეა ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები გოგონების ყოველდღიურობა ფაქტებითა და ფოტოებით ილუსტრირებული.სამხრეთ კორეა![]() გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველ მეხუთე კორეელ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მეტიც, ქვეყანაში თანამედროვე მედიცინის ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებით გატაცება ზებუნებრივად და სამარცხვინოდ სულაც არ ითვლება.![]() ![]() ![]() მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ მშობლები საკუთარ შვილებს პლასტიკურ ოპერაციას "საჩუქრის" სახით როგორც წესი, სკოლის დამთავრებისთვის ჩუქნიან.![]() ![]() იდეალურ შემთხვევაში ყველა ქალს თითქმის ერთნაირი გარეგნობა სურს, პლასტიკური ქირურგებისადმი მათი მოთხოვნა საკმაოდ სტანდარულია - პატარა ცხვირი, V-ს ფორმის ნიკაპი და დიდი თვალები. პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია კი - სახეზე ღიმილის შექმნაა, რომლის მისაღწევადაც ტუჩების კუთხეების ხელოვნურად ზემოთ აწევა ხდება, რაც ნაზი ღიმილის ილუზიას ქმნის.![]() ![]() გამოკითხვის თანახმად, კორეელი ქალების 25%-ს სექს - ინდუსტრიაში - პროსტიტუციასა და ესკორტის მომსახურებაში საკმაო გამოცდილება აქვს.![]() ![]() მწეველი კორეელი - დიდი იშვიათობაა. სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დაწესებული, საშუალოდ 100 $-ი, მაგრამ როგორც კი ღამის წვეულებების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ადგილობრივი მწეველი - არც ისეთი იშვიათი ფენომენია.![]() ჩრდილოეთ კორეა![]() ![]() რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეელებს მათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლასიკური სამოსი იზიდავთ. როგორც წესი, ქალები მკერდზე სახელმწიფოს ერთ - ერთი ლიდერის გამოსახულებიან სამკერდე ნიშანს ატარებენ, წვეულებებზე კი მკვეთრ, ტრადიციულ კოსტიუმებს ირჩევენ.![]() ჩრდილოეთ კორეელები დამოუკიდებლები და ძლიერები არიან. ცხოვრებაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. სახელმწიფოსგან და საკუთარი პარტნიორებისგან კი დახმარებას ისინი დიდი ხანია უკვე აღარ ელიან.![]() ![]() ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ქალები ბევრ ფულს შოულობენ, თუმცა მათი შემოსავალი ადგილობრივი მამაკაცების ანაზღაურებას ერთმნიშვნელოვნად აღემატება.![]() ![]() ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება კვლავაც რთულია. ბევრი კორეელი ქალი არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა სახის დაავადების გამო ძალიან იტანჯება, რაც მრავალსაათიანი მუხლჩაუხრელი შრომით არის განპირობებული.![]() ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილი ქალები ჩინეთში ადამიანებით ვაჭრობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. ფასი ერთ ადამიანზე 100 $ - დან 2 000 $-მდე მერყეობს.![]() 1243 შეფასება არ არის |