x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"შენს ბიჭს გაგიუპატიურებო" - ვინ ემუქრებოდა ხატია წერეთელს?

image

ხატია წერეთელი გადაცემაში სახელად - "ია ფარულავას კონვერტი" - საუბრობს ერთ თემაზე წარსულიდან, რომელიც მის პირად ურთიერთობას ეხება.


იგი იხსენებს კაცს მისი ცხოვრებიდან, რომელიც ემუქრებოდა მისი შვილის (ბიჭის) გაუპატიურებას.


ეს გახლდათ ცნობილი პიროვნება, რომელიც ხატია წერეთელს შეხვედრას სთხოვდა.


როგორც ია ფარულავა აღნიშნავს, იგი არატრადიციული ორიენტაციის იყო და ამის დასაფარად მას მოჩვენებითი რომანის გაჩენა სურდა.



გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან, რაზედაც თავად ხატია წერეთელი საუბრობს:


"ეს იყო ადამიანი, რომელსაც პირდაპირი გაგებით სჭირდებოდა ქალთან რომანი. მე მას მხოლოდ ორჯერ შევხვდი ყავის დასალევად და სულ ეს იყო ყველაფერი.


შემდგომ იყო საკმაოდ ცუდი მომენტი, როდესაც მე თურქეთში ვიყავი წასული მასაჟის ტრენინგებზე და სწორედ ამ მომენტში იგი სოციალურ გვერდზე დებს ჩემთან ერთად გადაღებულ ფოტოს, რაზედაც წერდა, რომ მე მისი საცოლე ვიყავი.


დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მე ამაზე წამსვლელი არ ვიყავი. თუ პოსტს არ აიღებ, მაშინ ჩამოვალ თქო ვუთხარი.


მან ესეთი რამ მითხრა: სანამ შენ ჩამოხვალ, მე ხო ვიცი შენი შვილი რომელ სკოლაში დადის, გაგიუპატიურებო. მაშინ ჩემი შვილი 12 წლის იყო. ჩემს ბიჭზე ასე მემუქრებოდა.


ეგრევე დავუკავშირდი პოლიციას და მათ მალევე მოახდინეს რეაგირება." - თქვა ხატია წერეთელმა.


image


0
650
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0