x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ" - რას ამბობს შალვა ნათელაშვილი?

image

ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს ხალხსა და ხელისუფლებას.


იგი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით კვლავ მზადდება შეთქმულება, რომელიც გამიზნულია ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ.


შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან და დროა, რომ შეურთდნენ ბიძინა ივანიშვილისადმი დაწესებულ სანქციებს.


გთავაზობთ განცხადებას:


"ისევ და ისევ ე.წ საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ--რომლის მიზანია კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით.



გაფრთხილებთ--ხალხის რისხვას ვერ გადურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას. რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს."- წერს შალვა ნათელაშვილი.

image
0
620
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0