x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა ინბოქსიში..." - რა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ასაჯაროებს ია ფარულავა

image


გუშინ, ტელეკომპანია "ფორმულაზე" ია ფარულავას განახლებული, სკანდალური შოუ - "ია ფარულავას კონვერტი" გავიდა, რომელსაც მომღერალი ხატია წერეთელი სტუმრობდა. სკანდალებით ცნობილმა მომღერალმა გადაცემაში პირადი ცხოვრების შესახებ საკმაოდ გულახდილად ისაუბრა და ისიც გაამხილა რომ გარკვეული პერიოდი ის ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.


აღნიშნულ გადაცემას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი წამყვანის მიმართ კი მაყურებლებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს და ეპატაჟური ტელეწამყვანი კეთილგანწყობისთვის და მომღერლის სათანადოდ წარდგენისთვის შეაქეს. ია ფარულავამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ის შეტყობინებაც გაასაჯაროვა, რომელიც მან ინბოქსში მიიღო:


"გუშინდელი გადაცემის მერე ეს შეტყობინება მოვიდა ინბოქსიში :


ია, ვუყურე შენს გადაცემას. არ დაგიმალავ, ცოტა დაძაბული ვიყავი, ხომ არ დასცინებსთო ამ საწყალ ქალს, რომელსაც სხვა გადაცემაში დასცინეს, და ამდროს სხვა კიკიმორებს პატივისცემით იწვევდნენ. ეს მირჩევნია იმ კოშმარ კიკიმორებს. შენ მოახერხე, რომ პირველად არ დასცინეს გადაცემის მერე. უბრალოდ ეს არის შენი ფასეულობა და რა ძალა აქვს ამ ყველაფერს. შეაქე კიდეც რამდენჯერ, ზომიერად გააკრიტიკე პირდაპირ.


მოკლედ ამ აგრესიულ საზოგადოებას საკენკი არ მიეცი. მაგარი ხარ. მგონი ჟურნალისტებს ადამიანური სტანდარტი დაანახე და იმედია, გაიგებენ. მოკლედ, მე ცოტა გადახრა მაქვს დაცინვაზე, და გამახარე. ეს შენ გაყენებს ბევრად მაღლა სხვა ქაჯ ჟურნალისტზე. რამდენი გელაპარაკე. ????????"- წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


0
1781
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1781