x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493740
რა გამოხმაურება მოჰყვა რატი ანდრონიკაშვილის თამაშს სოცქსელში+ვიდეო
image

გუშინ ახალადაშენებული სპორტის სასახლეში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები, დამატებით ტაიმში, 82:76 დაამარცხა, რითაც გაახარა, არა მარტო კალათბურთის გულემატკივრები, არამედ მთელი ერი, თამაშში განსაკუთრებით თავი ისახელა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც მატჩის გარდამტეხ მომენტში 10 ქულა მოუტანა გუნდს (საქართველოს ბოლო 16 ქულიდან 10), მათ შორის, 8 ოვერტაიმში, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.



გთავაზობთ კომენტარებს სოციალური ქსელიდან:



"ფანტასტიურად ითამაშა რატიმ.შემოაბრუნა თამაში შეიძლება ითქვას.ყველას ყოჩაღთ, ასე რომ.გაახარეთ მთელი საქართველო.წარმატებები"


"სუპერ რატი"

"რატი ანდრონიკაშვილი არის კალათბურთის კვარაცხელია"

"მაგარი კაცი, დღევანდელი თამაშის გმირი"

"ფერად პრინტერზე ამოვბეჭდავ რატის ფოტოს"

"ეს თამაში ფაქტობრივად რატიმ მოიგო. ბრავო რატის მაგარი კაცია."

"ეს ყოფილა რაც ყოფილა, მალადეც ძმაო"

"ბაჯაღლო ბიჭია, ყოჩაღ რატი"

"პირველად უკრაინასთან რომ ვნახე მომეწონა მისი ეგრედ წოდებული 'სინაგლე", გუშინ თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი ნეტა რატი ათამოშოს ზუროსმა, აგიხდა ყველა ოცნება, მე მას "ნაგლი ბასკეტბალისტი "შევარქვი, ფეხზე დაიკიდა ავტორიტეტები, მასე გააგრძელე"


თავად რატიმ საკმაოდ თავმდაბალი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ:


"არა მგონია, რომ რაც გავაკეთე, გუნდის ლიდერობა იყო. უბრალოდ, საჭირო მომენტში ბურთი მქონდა და ჩაგდება მოვახერხე. ჩვენი ლიდერები ყველამ იცის, ვინც არიან და რა თქმა უნდა, მათი და თითოეული მოთამაშის გარეშე, ვინც თამაშობდა მოგებას ვერ შევძლებდით. ბექა ბექაურმა ისე ითამაშა, რომ თვითონ სავარაუდოდ ელოდა, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ყველა გაგვაოცა. ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ მოიგებ, თითოეული მოთამაშის 100%-ით დახარჯვით. რა თქმა უნდა, გულშემატკივარიც დაგვეხმარა. დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ფანების ემოცია და ხმაური. ნამდვილად, კარგად დავიმახსოვრებ ამ პირველ თამაშს ახალ დარბაზში“, - თქვა ანდრონიკაშვილმა.


0
557
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0