x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მელიტოპოლის მახლობლად რუსეთის ფედერაციის ჯავშანმატარებელი ააფეთქეს
image
ზაპოროჟიეს რაიონის დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება გაისმა, რომელიც ქალაქის ყველა რაიონში ისმოდა, იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო RIA Melitopol.



პატრიოტული მოძრაობების გამოცემისა და პლატფორმის თქმით, ააფეთქეს რუსი დამპყრობლების ჯავშანმატარებელი.



„მატარებელი შედგება 10 ვაგონისგან, აფეთქება ვაგონის ქვეშ განხორციელდა. მატარებელში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის არმიის პირადი შემადგენლობა. ფეთქების შედეგად დაზიანდა რკინიგზის ორი ლიანდაგი, შეჩერდა ჯავშანმატარებელი, ასევე გააჩერეს ელმავალი 10 ტანკით საწვავითა და საპოხი მასალებით, რომელიც მიჰყვებოდა ჯავშან მატარებელს“, - აცხადებენ შტაბში.



"რია მელიტოპოლი" ვარაუდობს, რომ ჯავშანმატარებელი "მელიტოპოლის პარტიზანებმა" ააფეთქეს. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, მელიტოპოლის ცენტრში აფეთქების შემდეგ სროლა ატყდა.




მელიტოპოლში რკინიგზაზე აფეთქების კომენტირებისას, ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა დაწერა, რომ რუსმა დამპყრობლებმა ეს მატარებელი ქალაქში შეიყვანეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.

0
230
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0