x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
16 შოკისმომგვრელი აკრძალვა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებს

image


მსოფლიო სულ უფრო მეტად ინტერესდება ამ ჩაკეტილი ქვეყნის ცხოვრებით. მისი ლიდერი და მთავრობა მუდმივად ცდილობს საკუთარი მოქალაქეების გარე გავლენებისგან დაცვას - მაგალითად, გარკვეული ვარცხნილობისა თუ ტანსაცმლის აკრძალვის მეშვეობით. ეს ყველაფერი კი, ჩვენს ინტერესს ჩრდილოეთ კორეის, მისი მაცხოვრებლებისა და ზოგადად, ამ ქვეყნის ცხოვრების წესის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 16 აკრძალვას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მოქმედებს.




1. უცხოეთში დასვენება


image


ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებს დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გამგზავრების უფლება არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა, ჩრდილოეთ კორეელებმა ამის შესახებ სავარაუდოდ, არც არაფერი იციან. ქვეყნის ლიდერები ციური იმპერიის გარე გავლენებისგან დაცვას სწორედ ასე ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრ რამეს კრძალავენ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მაინც წინ მიდის და ვითარდება. შეუძლებელია ეს დახურული ქვეყანა ასეთი იზოლირებული კიდევ დიდხანს დარჩეს. ადამიანები და მათი ცხოვრების წესი ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების წყალობით თანდათან იცვლება.




2. სპორტული მანქანები


image


გაეროსა და ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში ამ ძვირადღირებული სპორტქარის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.





3. Apple

image


ჩრდილოეთ კორეაში არსებობს შეზღუდვა ნებისმიერი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის გაყიდვაზე. სამწუხაროდ თქვენ იქ "Apple iPad" - ის შეძენას ნამდვილად ვერ შეძლებთ. ნაცვლად ამისა ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი პლანშეტური კომპიუტერი შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერ დასავლურ პროდუქტს შემქმნელების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება.






4. მუსიკალური კონცერტის ბილეთები


image


ძალიან ცოტა უცხოელ შემსრულებელს შეუძლია ჩრდილოეთ კორეაში გამოსვლა. ასე რომ თქვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე იქ ნამდვილად ვერ მოხვდებით. ერთადერთ ჯგუფს, რომელსაც ქვეყანაში შესვლის ნება დართეს სლოვენიური კოლექტივი - "Laibach"-ი იყო. მათი კონცერტი ფხენიანში 2015 წელს გაიმართა. ჩრდილოეთ კორეელებს უცხოელების ნაცვლად მხოლოდ ადგილობრივი არტისტების კონცერტებზე დასწრება შეუძლიათ.




5. Wi-Fi და საერთაშორისო ზარები


image


ჩრდილოეთ კორეაში 15 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1 მილიონს აქვს მობილური ტელეფონი, მაგრამ საზღვარგარეთ დარეკვა მათ მაინც არ შეუძლიათ, ასევე არსებობს შეზღუდვები 3G ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებითაც. ქვეყანაში შესულ უცხოელებს საზღვარგარეთ განსახორციელებელი ზარებისთვის SIM ბარათის ყიდვა შეუძლიათ.





6. დასავლური ჟურნალები


image


ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული აპარატი ყველა სახის უცხოურ გაზეთსა და ჟურნალს კრძალავს. მთავრობა და სპეციალური უწყებები ყურადღებით აკვირდებიან რაც პრესაში იბეჭდება. აქ არ არსებობს ჟურნალები ცხოვრების სტილის შესახებ. ყველაფერი რისი წაკითხვაც ჩრდილოეთ კორეელებს შეუძლიათ ან საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს ან "ჩუჩხეს" (მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 1956 წელს შეიქმნა და სრულიად ჩაენაცვლა მარქსიზმ-ლენინიზმს 1972 წლიდან) იდეებთან არის დაკავშირებული.




7. საკაბელო ტელევიზია


image


ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ 4 ოფიციალური სატელევიზიო არხი მაუწყებლობს. სახელმწიფო ცენზურა იქ იმდენად მკაცრია რომ მის ტერიტორიაზე სხვა არხი უბრალოდ არ არსებობს.




8. "სტარბაქსი"


image


ფოტო მარცხნივ - ტურისტის ხუმრობაა, რომელმაც ჭიქა "Starbucks"-ის ყავახანადან ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანა და პროპაგანდისტული პლაკატის ფონზე გადაიღო. სინამდვილეში, ამ ქვეყანაში "Starbucks"-ის ქსელი არ არის, თუ ფხენიანში ყოფნისას ფინჯანი ყავის მირთმევას მოისურვებთ, "Ryongwang"- ქსელის ერთ-ერთ პოპულარულ ყავახანას უნდა ესტუმროთ.


9. საშობაო ნაძვის ხე


image


ჩრდილოეთ კორეა - ოფიციალურად ათეისტური ქვეყანაა. აქ ყველა სახის რელიგიური პრაქტიკა აკრძალულია ან მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლდება, ამიტომ თქვენ ვერ შეძლებთ საახალწლო მორთულობების მათ შორის, ნაძვის ხის ვერც ყიდვას და ვერც მის სახლში შენახვას.






10. დიზაინერული ფეხსაცმელი


image


თუ შემთხვევით ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩნდებით და "მანოლო ბლანიკის" ფეხსაცმლის შეძენას გადაწყვეტთ, ვწუხვარ მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. მართალია ევროპული ბრენდის ვერა, მაგრამ ჩინური წარმოების მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენას ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებში ნამდვილად შეძლებთ.




11. საკუთრების უფლება


image


ჩრდილოეთ კორეის მთავრობას მიწაზე და საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს, რაც სახლებისა ან ბინების ყიდვა-გაყიდვას თითქმის შეუძლებელს ხდის. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეელებმა ამის გაკეთების საშუალება მაინც იპოვეს, რამაც ბოლო დროს კანონების შემსუბუქება გამოიწვია.




12. პრეზერვატივი


image



ჩრდილოეთ კორეაში ყველა სახის კონტრაცეპტივი აკრძალულია. პრეზერვატივის პოვნა იქ მეტისმეტად რთული ამოცანაა. ბევრი ზრდასრული ჩრდილოეთ კორეელი კონტრაცეპტივს საჩუქრად სიამოვნებით მიიღებს.




13. ჰიგიენური საფენები


image


ჩრდილოეთ კორეაში ერთჯერადი საფენები და ტამპონები არ იყიდება. ქალები მათ ნაცვლად მრავალჯერადი გამოყენების საფენებს იყენებენ.




14. ვარცხნილობა


image

მამაკაცის ოფიციალური თმის ვარცხნილობები



image


ქალის ოფიციალური თმის ვარცხნილობები



კიმ ჩენ ინმა მხოლოდ 18 ქალისა და 15 მამაკაცის ვარცხნილობა დაამტკიცა. არც ერთი მათგანი არ გულისხმობს ფერის შეცვლას, ამიტომ იქ თმის საღებავის შეძენა საკმაოდ რთულია!




15. კოკა - კოლა


image


"კოკა-კოლაზე" დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გამო, ქვეყანაში აღნიშნული სასმელის პოვნა საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა ცნობილია რომ ფხენიანში, ზოგიერთი ელიტური მაღაზია ჩინეთში წარმოებულ "კოკა-კოლას" ანალოგებს ჰყიდის.



16. დასავლური მოდა


image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის მოსაზღვრე ორ რეგიონში ჯინსისა და დასავლური ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობის ტარება აკრძალა. ასე ცდილობს ფხენიანი დასავლური კულტურის ზეგავლენისგან თავდაცვას, რომელიც ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან ვრცელდება.






0
1469
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1469