x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134398
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"ვერ ვიცანი" - ბაბი კირკიტაძის გასაოცარი გარდასახვა

image

"ღამის შოუს" ბენდის სოლისტი და დილის გადაცემის წამყვანი, ბაბი კირკიტაძეს სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იგი წითელ, ორნამენტებით გაწყობილ კაბაშია გამოწყობილი და გარეგნული იმიჯი სრულიად შეცვლილი აქვს. ბაბის ფოტოებს ასეთი მინაწერი ახლავს: "It’s a good Day
And I’m feeling Good "(ეს არის კარგი დღე და მეც ბედნიერი ვარ)


"ბაბი ვერ ვიცანი"


"ბაბი გეყოფაააა ნუუუ გეყოს"


image

"ანათეებ"


"ყველაზე პოზიტიურიი"
image

"Most positive Woman in The World!"


"ბაბი პირადი შეამოწმე რაა!, ულამაზესი ხარ"

image

ბაბი კირკიტაძემ ახლახან ოჯახთან ერთად ბინა შეიძინა. მანამდე ის წლები ქირით ცხოვრობდა, ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში გასული წლის დეკემბერში გადავიდა.


"ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ბევრი რამის გათვალისწინებით ვარჩევდი. უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილიყო და ასეც მოხდა. გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. ამასთან, მყუდრო ადგილია, არ გვაწუხებს ხმაური. მოგეხსენებათ, კვლევების თანახმად, თბილისში ყველაზე სუფთა ადგილი დიდი დიღომია"-აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ რადიო "ფორტუნასთან"ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში


მომღერალი ამბობს, რომ ბინის რემონტი მთლიანად დედამ, ქალბატონმა ინგა ოდიკაძემ იტვირთა. მაქსიმალურად ეცადა, შვილებისთვის მყუდრო გარემო და მშვიდი თავშესაფარი შეექმნა, რაც ნამდვილად გამოუვიდა:


"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საოცნებო სახლია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, უფრო დიდი სახლი მქონდეს და უფლის წყალობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა ყიდვის საშუალება და ამ შემთხვევაშიც დედას მივანდობ რემონტის საკითხს" - დასძინა ბიბი კირკიტაძემ.

0
495
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0