საზოგადოება
"ეს ყოფილა ქოცების ცნობილი ტიტუშკა " - რა ფოტოს ავრცელებს ინგა გრიგოლია
2022, 1 ივლისი, 15:44

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში იმ ადამიანის ფოტოს აზიარებს, ვინც გუშინ, სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წევრს, ალექსი პეტრიაშვილს თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა და მისგან "ერეკლე პაპას" დაცვა საჯაროდ, კამერების წინ სცადა. გრიგოლიას თქმით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვინც აქციების დროს რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს გზაზე ყავარჯნით ხვდებოდა. ტელეწამყვანი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე ხელისუფლებასაც მიმართავს და მათ მოძველებული "ტიტუშკების" განახლებისკენ მოუწოდებს:
"ჩემს ერეკლე პაპას როგორ შეეხეთო, რომ ყვიროდა და ბუკას საქმეებს ურჩევდა, ეს ყოფილა ქოცების ცნობილი ტიტუშკა ყავარჯნებით სად ერეკლე და სად ეს საბრალო ბიჭი ზონდერები დაგიძველდათ, ახლები გჭირდებათ, თორემ ძაან იშიფრებიან უკვე)))))) ისე დაგიძველდათ, უკვე ოხანაშვილები ითავსებენ ზონდერ ფუნქციას, ხომ ხედავთ. ერეკლე პაპას ბალღი" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და აღნიშნული პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ფოტოს აზიარებს.

ცნობისთვის, აღნიშნული პიროვნება და "ერეკლე პაპას" გულმხურვალე დამცველი თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილია.