x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508452
გამოქვეყნდა მსოფლიოს ულამაზესი ქალების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით
image

World Population Review -მა გამოაქვეყნდა მსოფლიოს ულამაზესი ქალების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით.


მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე ლამაზი ქალები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აბსოლუტურად შეუძლებელია. დასაწყისისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორიც არ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, ის ლამაზია. სილამაზის კონცეფცია ზედმეტად ყოვლისმომცველია, რომ ნებისმიერი სხვა პირობა ჭეშმარიტების მომცველი ვერ იქნება. მეორეც, თითოეულ ინდივიდს აქვს სილამაზის საკუთარი, უნიკალური აღქმა. ერთი ადამიანისთვის შეიძლება თმის ან თვალის გარკვეული ფერი აღმოჩნდეს ყველაზე მიმზიდველია. სხვას შეიძლება მოწონდეს კანის გარკვეული ფერი ან სხეულის ფორმა. მესამეს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ჭეშმარიტი მიმზიდველობა არა ქალის გარეგნობაშია, არამედ მის კეთილშიბილებაში, იუმორის გრძნობაში ან ცეკვის სიყვარულში.


ყველა ეს შეხედულება, ისევე როგორც სილამაზის სხვა შესაძლო კონცეფციები, კონკრეტული ადამიანისთვის ინდივიდუალურია.ცალსახად სილამაზის საყოველთაო ან უნივერსალური განმარტება არ არსებობს და, შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს ულამაზესი ქალების მქონე ქვეყნების საყოველთაოდ მიღებული რეიტინგი.



თუმცა მედია აგრძელებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობას. რეიტინგის მეთოდოლოგია განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა არცერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულად ზუსტი.


კონკურსებზე ორიენტირებულმა ვებგვერდმა missosology.org შესაძლოა ყველაზე ოპტიმალური მიდგომა განაახორციელა და შეადგინა ულამაზესი ქალების რეიტინგი სილამაზის საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ქულების რაოდენობით (მის სამყარო, მის მსოფლიო და სხვა).


მაშ ასე;ამ მხრივ აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ვენესუელა, მას მოჰყვებიან ისევ ლათინური ამერიკის ქვეყნები ბრაზილია და კოლუმბია.შემდეგი ორი ადგილი დაიკავა იმ ორმა ქვეყანამ, სადაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი-რუსეთმა და უკრაინამ.


შემდეგია საფრანგეთი და იტალია..საფრანგეთი ცნობილია, როგორც სიყვარულის, რომანტიკისა და პოეზიის ქვეყანა, იგი მრავალი ლამაზი ქალის სამშობლოა.თუმცა იტალიელებსაც შეუძლიათ დაიკვეხნონ ულამაზესი ცნობილი ქალებით, რომლებითაც მთელი მსოფლიო იხიბლება.

მე-8-10 ადგილი კი გადაინაწილეს აშშ-მ, თურქეთმა და შვედეთმა, მართლაც უამრავი ლამაზმანის ჩამოთვლა შეიძლება, რომელბიც ამ ქვეყნების წარმომადგენლები არიან, როგორც სილამაზის კონკურსებში გმარჯვებულები, ასევე წარსული თუ თანამედროვე სექს-სიმბოლები.


მთავარი ფოტო:დაიანა მენდოზა-"მის სამყარო" 2008 ვენესუელადან

0
1312
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0