x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ში@ველი მკ@რდი და ქმრის სახელი საცვლების ქვეშ: მეგან ფოქსის ყველაზე პროვოკაციული ლუქები

image


ჰოლივუდის მსახიობი მეგან ფოქსი თანამედროვეობის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ სექს - სიმბოლოდ ითვლება. ლამაზმანს გადასაღებ მოედანზე ექსპერიმენტები არ აშინებს, რეალურ ცხოვრებაში კი, საკუთარი ღირსებების შესახებ ყველაზე უკეთ იცის, რომელთა დემონსტრირებისგანაც ის თავს არასდროს იკავებს.




ეროტიკა წითელ ხალიჩაზე


image


მსახიობმა მუსიკალური პრემიის "Billboard Music Awards"- ის დაჯილდოებაზე სრული ფურორი მოახდინა. მეგანი შეყვარებულის - რეპერ, კოლსონ ბეიკერის (ცნობილია უფრო როგორც Machine Gun Kelly-ის სახელით) მხარდასაჭერად ორიგინალურ, შავ კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა. წითელ ხალიჩაზე გასასვლელად კინოდივამ ეროტიკული ლუქი აირჩია, რომელიც მას მკერდსა და ინტიმურ ადგილებს ძლივს უფარავდა.




ქუჩაში წელს ზემოთ შიშველი


image


ფილმ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი თვლის რომ სხეულის ღირსებების დემონსტრირება არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია. მეგანს ქუჩაში შიშველი მკერდით გასვლა არ რცხვენია, და ამის დასტური ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მისი ლოს - ანჯელესის ქუჩებში სეირნობის ამსახველი კადრები გახდა, სადაც მსახიობი ნახევრად შიშველი, შავ პიჯაკსა და მოდურ ჯინსებში გამოწყობილი სეირნობდა. სამი შვილის დედა, მბზინავი ქვებისგან შექმნილ გამჭვირვალე ბადეში, რომლის ქვეშაც მსახიობს არაფერი ემოსა მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. გარშემო აბეზარი პაპარაცების მიუხედავად მეგანი მეტისმეტად მშვიდად და თავდაჯერებულად მოსეირნობდა.





მაცდური წინდებში


image


სერიალ "ბევერლი ჰილსი, 90210"-ის მსახიობის ექს- შეყვარებული ფოტოსესიებს საცვლებში ხშირად აწყობს. მსახიობი განსაკუთრებით ლატექსისა და მაქმანებინ კომლექტებს აღმერთებს. ვალენტინობის დღისთვის მეგანმა არჩევანი ალისფერ სტრინგებზე შეაჩერა, რომელსაც ნახევრად გამჭირვალე კორსეტი, ღია ფერის წინდები და წვივსაკრავი შეუხამა. 2021 წელს კინოდივამ მეგობარი ბიჭი კიდევ უფრო ინტიმური და ორიგინალური საჩუქრით გააკვირვა.


image




მამაკაცთა ფანტაზიის დედოფალი


image


21 წლის ასაკში მეგანი ჟურნალ "Maxim"- ის ფურცლებზე გამოჩნდა. აღნიშნული გამოცემისთვის ის მჭიდრო, სხეულზე მომდგარ კაბებში ბიუსტჰალტერის გარეშე პოზირებდა, თუმცა მსახიობის ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ კადრად მაინც მწვანე მდელოზე გადაღებული ფოტო იქცა, სადაც მსახიობი მამაკაცთა აუდიტორიის წინაშე წელს ზემოთ შიშველი, ოქროსფერ კოლგოტებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში წარსდგა.


image


ერთი წლის შემდეგ კი, კინოვარსკვლავი უფრო თამამი კადრების გადაღებასაც დასთანხმდა და მამაკაცების ჟურნალ "FHM"-ში უკვე სრულიად შიშველი პოზირებდა.





გარუჯული ლამაზმანი


image


მსახიობი თანაბარ რუჯს ამჯობინებს, ამიტომ სანაპიროზე ის ყოველთვის ულტრაღია საცურაო კოსტიუმების ტარებას არჩევს. ერთ-ერთ ფოტოზე, ყავისფერ პლაჟის კომპლექტში გამოწყობილმა სექს- ბომბამ ბიკინის ზონაზე, ყოფილი მეუღლისადმი მიძღვნილი ტატუ "გამოაბრწყინა". "სვირინგს არ ვნანობ. მე ხომ ყოველთვის შემიძლია ჩემს ვაჟს ბრაიანი დავარქვა. ეს კომფორტულია", - განაცხადა კინოვარსკვლავმა.


image


პაპარაცებს უყურადღებოდ არც ფილმ "ჯენიფერის სხეულის" მსახიობის წვრილ თასმებზე, ფერადი საცურაო კოსტიუმი დარჩენიათ. მეგან ფოქსის იდეალური სხეულის შემხედვარე რთული დასაჯერებელია რომ მსახიობი არც მეტი, არც ნაკლები სამი შვილის დედაა.




0
580
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
580