x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
გრანდიოზული ციხესიმაგრე შუა უდაბნოში - დერავარის ციხე პაკისტანში

image
პაკისტანი, საზღვარი ინდოეთთან ჰოლისტანის (ტარის) უდაბნოში. ასობით კილომეტრი ქვიშა, ოაზისები და გზები. პატარა ქალაქ ბაჰავალპურიდან არც თუ ისე შორს არის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დერავარი.40 კოშკი თითო 30 მეტრი სიმაღლით, დაახლოებით 1500 მეტრის სიგრძის კედლები და მიწისქვეშა დონეები, რომელთა შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს.
image
პირველი ციხესიმაგრე აშენდა მოგოლების ხანაში. ამჟამინდელი სიმაგრე აქ 1733 წელს გამოჩნდა, ნაკლებად ცნობილი აბასების დინასტიის მმართველობის დასაწყისში. დროთა განმავლობაში ტერიტორიაზე მუდმივად ჩნდებოდა ახალი შენობები. ბოლო ნაგებობები შედარებით ცოტა ხნის წინ, მე-XX საუკუნეშია აგებული. ამ დროს ციხე ჯერ კიდევ გარნიზონირებული იყო. სამხედროებმა დერავარი დაახლოებით 30 წლის წინ დატოვეს.
image
ციხე შორიდან ჩანს და ხეების სიმცირის გამო განსაკუთრებით გრანდიოზულად გამოიყურება. ორმოცი კოშკიდან თითოეულის დიზაინი გარკვეულწილად განსხვავდება დანარჩენისგან. ციხის გზის გადაღმა აღმართულია თეთრი მარმარილოს მეჩეთი, სადაც მდებარეობს აბასების დინასტიის სასაფლაო.
image
ციესიმაგრე საკმაოდ სწრაფად ნადგურდება და მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილობრივები აშკარად ვერ უმკლავდებიან ნგრევას. მიწისქვეშა დონეების უმეტესობა ნანგრევების ქვეშაა ჩაფლული.

არსებობს ლეგენდა, რომ ადრე მიწისქვეშა ლაბირინთებში გადიოდა რკინიგზა, რომელიც აკავშირებდა დერავარს სამეფო რეზიდენციასთან ბაჰავალპურში.

დღეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა და ნებისმიერი ადგილის მონახულებაა ნებადრთული.



0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0