x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ძალიან განსხვავებულად ფიქრობენ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




image






დამეთანხმებით, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად სულაც არ არის საჭირო ფოტოგრაფის პროფესიას ეუფლებოდეთ წლობით. საკმარისია, საჭირო დროსა და მომენტში აღმოგაჩნდეთ თქვენი ობიექტივი მომართული და ის საოცარი კადრი დააფიქსიროთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე დარჩება "საუკეთესო კადრად".






ერთ-ერთმა გამომცემლობამ აკინძა მსგავსი ფოტოების კრებული და გაგვიზიარა. სწორი რაკურსი და ხელსაყრელი მომენტი - სწორედ ის კრიტერიუმებია, რამაც ეს ფოტოები აქცია უნიკალურად. ისიამოვნეთ!




ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ძალიან განსხვავებულად ფიქრობენ





imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
282
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0