x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იაპონია აცხადებს, რომ აღმოაჩინა უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებები

image
ფუკუსიმაში მდებარე უცხოპლანეტელების კვლევის იაპონური კერძო ინსტიტუტის მეცნიერების თქმით, მათ საბოლოოდ მოახერხეს უცხოპლანეტელების არსებობის უტყუარი მტკიცებულებების პოვნა.




მათ გააანალიზეს მათ ხელთ არსებული 125 ფოტო და 20-ზე მეტი ვიდეო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ სურათზე მართლაც იყო დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტები.




მთლიანობაში, მეცნიერთა თქმით, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან მათ მიიღეს 450-ზე მეტი შეტყობინება უცხოპლანეტელების ობიექტზე დაკვირვების შესახებ.




ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების შესასწავლად ინსტიტუტი იყენებს სპეციალურ პროგრამებს ფალსიფიკაციის ან გამოსახულების დამუშავების კვალის აღმოსაჩენად, წერს გამოცემა Yomiuri-ი. ცაში ბუნდოვანი ობიექტების სულ მცირე ოთხი ფოტო და ერთი ვიდეო ჩანაწერი რეალურად იქნა აღიარებული და ფართო საზოგადოებას წარედგინა ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში.





– ჩვენ მივიღეთ 452 დაკვირვება. ჩვენ გამოვაქვეყნეთ 4 ფოტო და ვიდეო, რომლებზეც უკიდურესად სავარაუდოა, რომ არის უცხოპლანეტელების ობიექტი გამოსახული. - ციტირებს ნაწყვეტს გაზეთი Yomiuri -ი დოკუმენტიდან.



ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, იაპონიაში უცხოპლანეტელების თემისადმი ინტერესი გაიზარდა და ადგილობრივმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე დაგეგმა კოსტუმირებული "უცხოპლანეტელთა აღლუმი".

0
522
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0