x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"როგორც აღმოჩნდა „სირცხვილია“-ს გვერდს რუსეთიდანაც მართავენ!" - ლევან ნიკოლეიშვილი
image"ფაქტი, რომ ჯიუტია არაერთხელ გაგვიგია. ჰოდა აქაც ამ სიჯიუტესთან ერთად ერთი უბრალო ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე, როგორც აღმოჩნდა „სირცხვილია“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, გინდაც თქვით, რომ მათ შორის რუსეთიდანაც!


ოპოზიციას, მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ აქაც ის შემთხვევა გვაქვს, როცა ელენე ხოშტარიას, რუბლები კი არის რუსული, მაგრამ ეს ხომ ელენე ხოშტარიაა?! სხვათა შორის ამერიკის ელჩსაც, ქალბატონ კელი დეგნანსაც უნდა ვკითხოთ, დიდი განცხადება, რომ შემოგვთავაზა დღეს, სადაც „შეგვახსენა, “ თუ როგორი ცუდია რუსეთი, მის გულწრფელობას ნამდვილად დავიჯერებ, თუ იმავეს საჯაროდ ელენე ხოშტარიას ეტყვის, რუბლების რუსეთიდან მიღება არა პატრიოტულია, თან თუ ვერ/არ ამტკიჩებ რა ფულია, „სირცხვილია“ რუსეთიდან რომ იმართება, არ შეძლება, სახიფათოა, დასაგმობია!


იქვე ნაციონალებს თუ შეახსენებს, რომ მათ ლიდერი კობა ნაყოფია, რუსეთის მოქალაქეა, რომ სააკაშვილის უგუნურობით, რუსეთმა როგორ მოახერხა ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპაცია ( რის თაობაზეც მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდი რაისი აფრთხილებდა!), არც ის გამოეპარებოდა ქალბატონი ელჩის მახვილ თვალს რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსებს, აი იმ ხალხმა რომელთა გუნდში დაუფარავად არიან ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი გიგაური. თორემ ჩვენ არათუ ვიცით, რუსეთი ვინაა, უფრო მეტიც მათ წინააღმდეგ სამი ომიც გამოვიარეთ, და ახლა ვიღაცებს თურმე ის არ მოსწონთ, კიდევ ომს არ ვაპირებთ.



სხვათა შორის ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, ვისაც ომი სურს საქართველოშიო, რუსული გეგმაში ჯდებაო, ჰოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანილოვა, არისტოვიჩმა, არახამიამ არაერთხელ მოგვიწოდეს რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო და რუსეთის კარნახით გვეუბნებიან??? და საერთოდ ვისაც აქ არეულობა და რევოლუცია უნდა რუსულ სცენარში ჯდება, ასე არა?? გინდა ქართველი იყოს და გინდაც უცხოელი, ასე არ არის ქალბატონო ელჩო, ღრმად პატივცემულო კელი დეგნან?"-წერს სოცილაურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.


image

0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0