x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სელებრითებს შორის ვის აქვს ყველაზე შთამბეჭდავი მამაკაცური "ღირსება"?

image


არა, რა თქმა უნდა, მათი მამაკაცური "ღირსება" პირადად არავის გაუზომია, მაგრამ ჭორები ამ ცნობილი ადამიანების შთამბეჭდავი ზომების შესახებ პოპულარობით თავად მათაც კი უსწრებს. დღევანდელ სტატიაში ვარკვევთ თუ რომელი ცნობილი მამაკაცი დააჯილდოვა ბუნებამ ყველაზე გულუხვად.




ორლანდო ბლუმი


image


სარდინიაზე, კეტი პერისთან ერთად დასვენებისას "მშვენიერმა ელფმა" ბუნებასთან სიახლოვე გადაწყვიტა და სრულიად გაშიშვლდა. საპსერფინგის დროს დედიშობილა ჰოლივუდის ვარსკვლავი ყურადღების მიღმა არც იტალიელ პაპარაცებს დარჩენიათ და უნდა ითქვას, რომ არც თავად ვარსკვლავს უცდია დიდად მათგან თავის არიდება.


image


და მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავის "დაბლარული" ფოტოები გავრცელდა, სელებრითის ერთგულმა თაყვანისმცემლებმა ერთ - ერთ ფოტოზე, მისი "ღირსების" ჩრდილი ნიჩაბზე მაინც გაარჩია, რამაც მათი წარმოსახვა სრულიად შეარყია.




სტივენ ტაილერი

image


2016 წელს, ერთ-ერთი შოუს დროს, "Aerosmith"-ის ფრონტმენს წამყვანმა მისი სექსუალური ცხოვრების შესახებ ჰკითხა, რაზეც სტივენ ტაილერმა მას ცოტა არ იყოს და დარცხვენილმა უპასუხა რომ მიუხედავად თავისი 68 წლის ასაკისა, ის ქალებს კვლავინდებურად ადვილად აკმაყოფილებს იმის წყალობით, რითიც ის ბუნებამ დააჯილდოვა, და უნდა ითქვს რომ დედა - ბუნებამ ლეგენდარული როკ - ჯგუფის სოლისტი, მართლაც რომ გულუხვად - თითქმის 23 სანტიმეტრის სიგრძის "ღირსებით" დააჯილდოვა.





ჯეისონ მომოა

image


მაშინ როდესაც "სამეფო კარის თამაშებიდან" ველურის ფანებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ კჰალ დროგოს მშვენიერი ტორსით დამტკბარიყვნენ, მის პარტნიორს გადასაღები მოედნიდან ემილია კლარკს მათთან შედარებით კიდევ უფრო გაუმართლა, ვინაიდან საშუალება ჰქონდა ყველაფერთან ერთად მომოას ქვედა ნაწილიც შეეფასებინა.


image


"მე დავინახე მისი სხეულის "ის" ნაწილი, - აღიარებს კლარკი, თუმცა მან ის ვარდისფერი წინდით დაიფარა, მაგრამ მას ის რომ ეჩვენებინა, ხალხი უბრალოდ ცუდად გახდებოდა. ის მეტისმეტად სრულყოფილია!"- განაცხადა ბრიტანელმა მსახიობმა.




მაიკლ ფასბენდერი

image


იცით, რა აღიზიანებთ ფასბენდერის ფანებს ყველაზე მეტად ფილმში "სირცხვილი"? ის რომ ის იქ ძალიან ცოტაა! მოკლედ, თუ ფილმი ნანახი გაქვთ - ესე იგი ყველაფერი ნანახი გაქვთ. მაიკლი თავისი "ღირსებით" ეკრანზე მთელი ფილმის განმავლობაში "ბრწყინავს".


image


ფილმში მისმა პარტნიორმა შარლიზ ტერონმა აღიარა კიდეც, რომ მისი მამაკაცური "ღირსება" უბრალოდ სენსაცია იყო" და რომ ის "მზად არის მასთან ნებისმიერ დროს სამუშაოდ".




ჯარედ ლეტო


image


პორნოვარსკვლავმა კორინა ტეილორმა "ოსკაროსან" მომღერალს მაამებელი კომენტარი დაუტოვა: "მე პორნო მსახიობად სამი წელი ვიმუშავე, და ჯარედი ყველაზე გამორჩეული იყო იმათთან შედარებით ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია."




დენიელ კრეიგი

image


ცნობილი "ჯეიმს ბონდის" როლის შემსრულებლის დენიელ კრეიგის "ღირსებას" კი ჯუდი დენჩი ასე გამოეხმაურა: "ის უბრალოდ მონსტრია!", ბრიტანელმა მსახიობმა ნამდვილად იცის რაზეც საუბრობს!





ლიამ ნისონი

image


"ვარსკვლავური ომების" ვარსკვლავი ლიამ ნისონი ჯენის დიკინსონის ავტობიოგრაფიული წიგნის ფურცლებზე მოხვდა, სადაც მოდელმა მას "პლანეტის ყველაზე დიდი სასქესო ორგანოს" მფლობელი უწოდა, და ასევე აღნიშნა რომ "როდესაც მან შარვალი გაიხსნა, მას ხელიდან წყლის ბოთლი გავარდა."





ბენ აფლეკი

image


სიტკომების - "ორნახევარი ადამიანისა" და "დიდი აფეთქების თეორიის" შემქმნელმა ჩაკ ლორიმ საპირფარეშოში შესვლის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც იქ ბენ აფლეკი იმყოფებოდა: "დიახ, მე თვალყურს ვადევნებდი, - აღიარებს ლორი, - და დიახ, მას ბეტმენის თამაში ნამდვილად შეუძლია".





0
1089
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1089