x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493740
ცნობილი ჰიტის - I Believe I Can Fly-ს შემსრულებელი არ კელი ციხეში დაყოფს 84 წლის ასაკამდე არასრულწლოვნების გარყვნის გამო
image

არ კელს სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადამიანებით ვაჭრობის და სექსუალური სახის ძალადობის ბრალდებით.


როგორც ბრიტანული კომპანია "ВВС" იუწყება:


"პროკურორებმა კელს ბრალი დასდეს, სიმდიდრის და ცნობადობის გამოყენებით მსხვერპლის მოტყუებაში, კელი პოტენციურ მსხვერპლებს მუსიკალური კარიერის შექმნაში დახმარებას პირდებოდა, რის შემდეგაც მასზე ნდობით აღჭურვილ არასრულწლოვნებს რყვნიდა.



საქმეში ფიგურირებს 4 ადამიანი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანი იყო როცა კელიმ ისინი გარყვნა.


საქმე ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ გახმაურებულა, თუმცა მას შემდეგ რაც კელის და მისი ყოფილი მსხვერპლის გზები გადაიყარა, ყოფილმა მსხვერპლმა კელის მორიგ სატყუარას მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანით უპასუხა, ძიების პროცესში კი დადგინდა, რომ კელი, რომელმაც ცნობილი ჰიტით გაითქვა სახელი არც მეტი და არც ნაკლები მოძალადე იყო.


კელის დანაშაულებების პერიოდი განისაზღვა საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურებულად, თუმცა იყვნენ სხვა მომჩივნებიც, რომელთა მიმართ კელის სექსუალური ძალადობის დამტკიცება ვერ მოხერხდა ფაქტების დამადასტურებელი მასალის უქონლობის გამო.


მოძებნეს კელის მიერ გარყვნილი არასრულწლოვნებიც, რომლებმაც კელის წინააღმდეგ მისცეს ხმა".


სასამართლო სხდომაზე, სადაც კელის განაჩენი გამოუტანეს, კელის თავი მშვიდად ეჭირა თუმცა განაჩენის გამოცხადებისას ლამის პანიკურ ისტერიაში ჩავარდა, არცაა გასაკვირი, მას მოუწევს მკაცრი რეჟიმის ციხეში პედოფილების და განსაკუთღებით მძიმე კატეგორიის კრიმინალებთან მთელი 30 წლის გატარება.


კელი რომელიც ამბობდა, რომ მან არც წერა იცოდა და არც კითხვა, -"გრემის" პრემიის სამგზის მფლობელია და 1990-იანი წლების ერთერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი თანამედროვე "რიტმ-ნ"-ბლუზში".


კალათბურთის მხურვალე გულშემატკივარი, სახელგანთქმული გახდა 1996 წელს ევროპაში ჰიტით "I Believe I can Fly", რომელიც მან დაწერა ანიმაციური-სათამაშო ფილმისათვის "კოსმიური თამაში".


1994 წელს კელიმ საიდუმლოდ იქორწინა მომღერალზე "Aaliyah", რომელიც ქორწინების დროს მხოლოდ 15 წლის იყო. ქორწინება დაინგრა 1995 წელს, "Aaliyah"-ი 2001 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


თავად კელი ყოველთვის უარყოფდა, რომ ის აღნიშნულ მომღერალზე იყო დაქორწინებული და ამბობდა, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეობრები იყვნენ.


image

2001 წელს კელის უჩივლა 17 წლის სტაჟიორმა გოგონამ, რომელიც სექსუალური სახის დევნაში დებდა მას ბრალს.


იმავე წელს კელი დაადანაშაულეს პორნოგრაფიის გავრცელებაში, მას 12 ეპიზოდი დაუდასტურდა.


2017 წელს "Buzzfeed"-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც კელს სექტის შექმნაში ადანაშაულებენ, სექტაში სტატიას თუ დავუჯერებთ მხოლოდ გოგონები იყვნენ გაერთიანებული.


2018 წელს დაიწყო მოძრაობა году на волне движения "#MuteRKelly", რომლის მონაწილეები ხმის ჩამწერ სტუდიებს მოუწოდებდნენ შეეწყვიტათ თანამშრომლობა კელისთან.


სასამართლო სხდომის დასრულებისას კელიმ განაცხადა: რომ ის სულის ძირამდეა შეძრული, თუმცა რა იგულისხმა ამ სიტყვებში არ განუმარტავს.

0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
164