x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 შემთხვევა, როდესაც წითელ ხალიჩაზე კაბაზე მეტად ყურადღება ფეხსაცმელმა მიიპყრო

ხშირ შემთხვევაში წითელ ხალიჩაზე მთელ ყურადღებას ტანსაცმელი იპყრობს. იშვიათია, თუ კრიტიკოსებმა ფეხსაცმელებსაც მიაქციეს სათანადო ყურადღება, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევებია:

1. ბლეიკ ლაივლი

ბლეიკ ლაივლი ცნობილია სტილისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულებით. მაგრამ 2010 წელს, კარიერის გარიჟრაჟზე, გოგონამ მარტივი გზა აირჩია და მთლიანად გაიმეორა ჩაცმულობა Lanvin-ის საგაზაფხულო კოლექციიდან. მათ შორის კრემისფერი სანდლები საკინძებით და ლამაზი მეტალის ქუსლით.image

2. ელ ფენინგი

2012 წელს ელი მოდის ჟურნალების პირველ გვერდებზე ფეხსაცმლის უჩვეულო არჩევანით მოხვდა. შემდეგ კიდევ ერთი 14 წლის მსახიობი ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე პრადას სანდლებით მივიდა, საფეხურიანი პლატფორმის წარმოუდგენელი სისქით.image

3. ფერგი

2012 წელს Miuccia Prada-მ მსოფლიოს გააცნო „ცეცხლოვანი“ ფეხსაცმელი, რომელიც მოდის სამყაროში ნამდვილ სენსაციად იქცა. ერთ-ერთი პირველი, ვინც სიახლისკენ წავიდა, იყო მომღერალი ფერგი, რომელიც უპირატესობა ყვითელ-მწვანე ფერებს მიანიჭა.image

4. ლედი გაგა

ლედი გაგა ეპატაჟური ტანსაცმლისა და აქსესუარების ცნობილი მოყვარულია. მაგრამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, როგორც ჩანს, მან საკუთარ თავსაც აჯობა, მომღერალმა მოირგო ალისფერი ჩექმები 30 სანტიმეტრიანი პლატფორმით ქუსლის გარეშე. მხოლოდ იმის გამოცნობა შეიძლება, თუ როგორ მოახერხა ვარსკვლავმა წონასწორობის შენარჩუნება.image

5. კენდალ ჯენერი

რამდენიმე სეზონის განმავლობაში გამჭვირვალე ფეხსაცმელი მეფობდა მსოფლიოს პოდიუმებზე. კენდალ ჯენერი დაემორჩილა პოპულარულ ტრენდს და ბრენდის Tiffany & Co-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე მოდური სანდლებით მივიდა. image

6. სარა მიშელ გელარი

2015 წელს სარა მიშელ გელარი დაესწრო საქველმოქმედო ღონისძიებას შავი ფერის ფეხსაცმელებით. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ამ წყვილში არაფერია გამორჩეული. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ქუსლის საინტერესო ფორმას.imageimage

7. კეტი პერი

2012 წელს კეტი პერი გრემის ცერემონიამდე ტრადიციულ ბრანჩზე ბრწყინავდა ფორტეპიანოს კლავიშებით მორთული შავი ფეხსაცმლით. ფეხსაცმელი შესანიშნავად ემთხვეოდა ღონისძიების თემას და კიდევ ერთხელ უზრუნველჰყო ქეთის მოდური ტიტული.image

8. სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერმა ნამდვილად ბევრი რამ იცის ფეხსაცმლის შესახებ. მას SJP Collection-ის ფეხსაცმლის საკუთარი ხაზიც კი აქვს. 2010 წელს ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გააოცა მაყურებელი, როდესაც ნიკოლას კირკვუდის რთული პლატფორმით ბადე სანდლებით გადავიდა წითელ ხალიჩაზე.image

9. ნიკოლ კიდმანი

2013 წელს ნიკოლ კიდმანმა მხარი დაუჭირა ქმარს კიტ ურბანს CMT Music Awards-ზე. წითელ ხალიჩაზე გასასვლელად ვარსკვლავმა ლაკონური შავი კაბა აირჩია. შავი და თეთრი Dior-ის ფეხსაცმლით ორიგინალური ქუსლებით.image

10. ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორია ბექჰემმა კი მთლიანად თქვა უარი ქუსლებზე. საინტერესოა ივლიდა თუ არა თავისუფლად ასეთი ფეხსაცმელებით ქმარი რომ არ ჰყოლოდა გვერდით.image




0
1310
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0