x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მუმიის სახეზე აღბეჭდილი საშინელი შიში, რომელიც 600 წლის შემდეგაც კარგად იკითხება
image

ამაზონის სანახებში შემთხვევით იქნა ნაპოვნი მუმიფიცირებული სხეული. ესაა ქალის მუმია, რომლის სახე პანიკურ შიშს გამოხატავს, შიშთან ერთად მისი სხეულის თითოეული ნაკვთიდან უზარმაზარი ტანჯვა იკითხება. ეს საოცარი შიშით სეპყრობილი ქალი მიეკუთვნებოდა ჩაჩაპოიას ტომს, რომლებსაც "ღრუბლების მეომრებს" ეძახდნენ.


ეს ტომი ინკების მეზობელი და მოწინააღმდეგე იყო. ეს ტომი ფლობდა ბალზამირების უნიკალურ მეთოდებს, რაც ამ სტატიაში მოცემულ მუმიასაც ეტყობა. სწორედ ბალზამირების საოცარი მეთოდების წყალობით შეინახა მუმია ასე კარგად.


მუმია ნაპოვნი იქნა გამოქვაბულში რომელსაც ჩაჩაპოას ტომი იყენებდა გარდაცვლილების დასაკრძალად, გამოქვაბული პერუს ტროპიკულ ტყეში იპოვა ფერმერმა, რომელიც შორიახლოს სამუშაოს ასრულებდა, ფერმერმა აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლად შეატყობინა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელმაც თავის მხრივ ცენტრალური ხელისუფლება ჩააყენა საქმის კურსში, გამოგზავნილმა სპეციალისტებმა კი ბევრ სხვა მუმიასთან ერთად ეს მუმიაც აღმოაჩინეს.



ჯერჯერობით პერუელმა მეცნიერებმა ვერ დაადგინეს თუ რა მიზეზით გამოხატავს მუმიას სახე ასეთ შემაძრწუნებელ შიშს ან ტომში რომელი კასტის წარმომადგენელი იყო ეს ქალი, რადგან მუმიის გვერდით რაიმე ძვირფასი (იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი) არტეფაქტი არ აღმოუჩენიათ.


ძნელია დაადგინო მუმიის გარეგნობით მისი შიშის მიზეზი ან ის თუ რატომ აქვს მას ხელები, მაგრამ ერთი რამ ცხადია-ამ ქალმა გადაიტანა წარმოუდგენელი შიში რომელსაც 600 წლის შემდეგაც კი კარგად გადმოსცემს მისი სახე.


იყო ეს მსხვერპლშეწირვა თუ ეს იყო მოწინააღმდეგის მიერ ხელში ჩაგდებული ტყვე ქალის რეაქცია შიშზე, შესაძლოა ჩვენ ვერც ვერასოდეს გავიგოთ.


imageimage



Мы никогда не узнаем, кем была эта женщина и почему её руки связаны…

0
765
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
765