x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
"ხომ არ დამისველდი შვილო, ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ…" - ორი შვილკვდარი მამის ემოციური ეთერი
image

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ერწოში პოეტ ტარიელ ხარხელაურს სტუმრობდა., როგორც ტელეწამყვანმა განაცხადა, მას პოეტთან საერთო ტკივილი აერთიანებთ, ორივე შვილმკვდარი მამაა.



პოეტთან საუბარი საინტერესო და საკმაოდ ემოციური გამოდგა. პოეტმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის საფლავზე 17 წელია არ ყოფილა.



პოეტის თქმით, შვილის დაკრძალვის პირველსავე დღეს მოვიდა წვიმა და მას შემდეგ დაიწყო პოეზიით საკუთარ შვილთან საუბარი.



მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი,
ქარის მოიყოლა გმინვა,
ხომ არ დამისველდი, შვილო,
ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ…
სადღაც ხმაურია ფოთლის,
ნისლებს ცივი მოაქვთ სიო,
ხომ არ შეგაწუხე მოთქმით,
ხომ არ დამეღალე, შვილო…
მიდევს სასთუმალი სველი,
თალხი მაფარია ზეცა…
ხომ არ დაგამძიმე ცრემლით,
ჩემო ტკივილო და კვნესავ…
ბნელი გაეყარა სერებს,
დილა სასთუმალთან მოდგა,
მორჩა ღამეული ცრემლი,
მორჩა ღამეული ბოდვა…
მზეო, შენთან შეყრას ვცდილობ,
შენთან მომენატრა როკვა,
როგორ ძნელი გახდა, შვილო,
შენი ნატერფლების ლოკვა.


ალბათ, ისიც არ იცით, რომ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა - „შენ, ჩემო დიდო ტკივილო“ ეს ლექსიც ტარიელ ხარხელაურს ეკუთვნის და ისიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.


"თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი."-ასე აღწერს პოეტი თავს დამტყდარ ტრაგედიას.

0
495
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0