x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493740
მოძებნე სასურველი ბინა თბილისში area.ge-ს საშუალებით
image

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბინების ნამდვილად დიდი არჩევანია, სასურველის მოსაძებნად მაინც დიდი დაფიქრებაა საჭირო. საცხოვრებელი უძრავი ქონება ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი იყო და ახლაც ასეა, ამ ფართო ასორტიმენტიდან კი შენზე მორგებული მარტივად რომ იპოვო უძრავი ქონების ისეთ პლატფორმას უნდა „მიმართო“, რომელიც საკუთარ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის ქონებას და მის შესახებ არსებულ განცხადებებს.


area.ge უძრავი ქონების სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ სერვისებით.


არ აქვს მნიშვნელობა მეორეულ ქონებას ეძებ, ახალაშენებულს, თუ მშენებარეს - არეაზე ნახავ ყველა ტიპის განცხადებას მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ქონების შესახებ. ნათლად წარმოჩენილი განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა ის მთავარი ნიშანია, რაც უძრავი ქონების ყველაზე დიდ პლატფორმას სხვებისგან გამოარჩევს.



თუ შერჩეული ქონების ფასი გაფიქრებთ და გსურთ მისი რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა არეას პრემიუმ სერვისით ქონების შეფასება შეგიძლიათ ამ საკითხის გარკვევა.


არეა მომხმარებელს სთავაზობს უძრავი ქონების შეფასების სამ განსხვავებულ მეთოდს - სარეკომენდაციო, პროფესიონალურ და საორიენტაციო შეფასებას.


სარეკომენდაციო შეფასება გულისხმობს უძრავი ქონების რეალური ღირებულების დადგენას პროფესიონალების მხრიდან.


პროფესიონალური შეფასება - გამოგადგებათ მაშინ თუ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტაციის მიღება გსურთ.


საორიენტაციო შეფასება - განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს წარმოდგენა შეექმნას გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე. ამ შემთხვევაში უნდა მონიშნოთ თქვენს ინტერესებში არსებული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.


იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად


ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის გარდა, არეას საიტის მეშვეობით შეგიძლიათ დისტანციურად მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ერთდროულად სამ ბანკში. მანამდე კი არეაზე ჩაშენებული სესხის კალკულატორი მოგცემთ საშუალებას გამოთვალოთ რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, რა თანხა დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის, რამდენი წლით გასესხებთ ბანკი ფულს და როგორი იქნება გადახდის გრაფიკი. თუ მიღებული ინფორმაცია დამაკმაყოფილებელი იქნება თქვენთვის, შემდეგ უკვე გააკეთებთ განაცხადს დისტანციურად. პირადი ინფორმაციის შეყვანისა და სესხის მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, დააზუსტებს დეტალებს და დაიწყებს სესხის გაცემის პროცედურას.


area.ge თქვენზე მორგებული პრემიუმ სერვისებით უძრავი ქონების შეძენის საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ.



R

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0