x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"აბა გამოუშვია დილაუთენია მიშაც... ახლა იწყება თავდავიწყება" - რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი წევრის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და მმართველი გუნდის ყოფილი წევრის სიტყვების უტყუარობის შემთხვევაში სხვა ფიგურანტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აყვანასაც ითხოვს:


"ანუ, სალომე ზურაბიშვილი თვითმფრინავის ბორტიდან აშანტაჟებდა მთავრობასო????


აბა გამოუშვია დილაუთენია მიშაც…..


უბრალოდ მერე რომანოვების ბედს გაიზიარებს…


მდა….ახლა იწყება თავდავიწყება…


…რასაც ახლა სოზარი ამბობს, თუ 20% მაინც სამართლეა, ამაღამ უნდა აიყვანონ ყველა ფიგურანტი, პრეზიდენტით დაწყებული…" - წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს და აცხადებს:


"პირველივე ჯერზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოდიოდა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა, თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა.


მესიჯი გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრა . მისწერა, ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ შეხვედრა მაქვს, მოვრჩები და შეგეხმიანებით. პრეზიდენტი ზის თვითმფრინავში და ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე მესიჯს, რომ სხდომა არის დანიშნული. რა ჰქვია ახლა ამას? ეს არის ერთგვარი უზურპაციაც კი ძალაუფლების, რადგან პრეზიდენტს არ აქვს უფლება დანიშნოს სხდომა.


პარლამენტის წინაშე მოხსენება ნიშნავს, რომ პარლამენტი გიწვევს. მინიმუმ შეთანხმებით ხდება. ორი კონსტიტუციური უწყებაა. თვითმფრინავიდან დანიშნა სხდომა, რაღაცა სასწრაფო მაქვს სათქმელი, ისეთი, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ ვერ იტყვის, ევროპაში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრებიო. როდესაც მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ევროპულ შეხვედრებზე.


სრულიად სხვაგან წაიყვანა თემა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არაფერი არ იყო საჩქარო. გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება", - განაცხადა სუბარმა.


მმართველი გუნდის ყოფილი წევრი სავარაუდოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების წარდგენას გულისხმობს, რომელიც თავდაპირველად, პრეზიდენტის სურვილით, 5 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის შეთავაზებულ თარიღზე უარი თქვა.






0
1027
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1027