x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"უადგილო" არტეფაქტი – გზა ატლანტიდისკენ

ბიმინი – ბაჰამის კუნძულების არქიპელაგს ერთ–ერთი კუნძულია, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს აშშ–ს სანაპიროსთან. სწორედ მის სიახლოვეს, 1968 წელს აღმოაჩინეს საოცარი ნაგებობა – უფრო სწორედ, ფილები, რომლითაც, დაახლოებით, 200 მ. სიგრძის გზა არის დაგებული. მას ადგილობრივებმა "ბიმინის გზა" შეარქვეს და ის, უკვე მრავალი წლის მანძილზე, მოსვენებას არ აძლევს ბევრ მკვლევარს.


image


მათ შორის ერთ–ერთი, არქეოლოგი უილიამ დონატო არის, რომელმაც ნაგებობის შესწავლის მიზნით არაერთხელ ჩაყვინთა და ჰიპოთეზა წამოაყენა, იმის შესახებ, რომ ეს "გზა" ადამიანების მიერ, დაახლოებით, 12 000 – 19 000 წლის წინ იყო შექმნილი და ახლოს მდებარე დასახლების პუნქტისთვის, ტალღებისგან დამცავ ბარიერს წარმოადგენდა.

imageიყვნენ სხვებიც და ამ არტეფაქტის შესწავლას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. იმ ადგილებში კვლევის ჩატარება, ძლიერი დინების გამო, მეტად სახიფათოა და რამდენიმე ადამიანი წყალქვეშა სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ბიმინის ბლოკები აღმოაჩინეს, ბევრმა ყველასთვის ცნობილი ედგარ კეისის წინასწარმეტყველება გაიხსენა. ის 1938 წელს ამტკიცებდა, რომ 1968 ან 1969 წელს, სწორედ ბიმინის მახლობლად აღმოაჩენდნენ ატლანტიდის ნარჩენებს.

სწორედ ამ წინასწარმეტყველებამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ბიმინისადმი და ენთუზიასტები, სირთულეების მიუხედავად, მის შესწავლას დღემდე აგრძელებენ.


image


დიდი ხნის მანძილზე, მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, თუ რა იყო ამ გზის ქვეშ. მაგრამ, 2003–2004 წლებში, მეცნიერთა ჯგუფმა გრეგ ლიტლის ხელმძღვანელობით, ამ ბლოკების ქვეშ, კიდევ მინიმუმ, ორი ამგვარი ფენა აღმოაჩინა. ამის შემდეგ ახალი ვერსია გაჩნდა – ბიმინის გზა – სინამდვილეში გზა კი არა, უფრო, რაღაც ნაგებობა იყო. ამიტომ, ზოგჯერ, ამ ღირსშესანიშნაობას ბიმინის კედელსაც უწოდებენ.

imageგარდა ამისა, აღმოაჩნდა, რომ ამ კედლის უზარმაზარი ბლოკები, ერთმანეთზე უცნობი შემადგენლობის ნაზავით არის შეწებებული. კვლევის დროს, ასევე გაირკვა, რომ ის მრავალდონიან სტრუქტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის საფუძველს ქვის საყრდენები ქმნის. ამასთან, ზოგიერთ ქვას ნახვრეტიც აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასზე, თოკების მეშვეობით, რაღაცას ამაგრებდნენ. ყველაზე საინტერესო კი, ამ ბლოკების შემადგენლობაა. როგორც გაირკვა, ბლოკები 2 კომპონენტისგან – კირქვის და სილიციუმის ფიქლისგან შედგება, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე არ მოიპოვება. ზოგიერთი მეცნიერი კი, იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ქვები კი არა, უძველეს დროში, ერთგვარი ბეტონისგან ჩამოსხმული უზარმაზარი ბლოკებია.

კვლევის ბოლო მონაცემებით, თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით, ექსპედიციის წევრებმა დაადგინეს, რომ ნაგებობაში, ზოგიერთ ადგილას, სიცარიელეები და ლითონიც კი არის ჩაყოლებული. ხოლო, ლითონი, ისევე როგორც კირქვა და სილიციუმი, არც ბაჰამის კუნძულებზე და არც მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოიპოვება. რაც ამ ნაგებობის ბუნებრივი წარმოქმნის შანს გამორიცხავს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში

* ყველაზე საინტერესო ფაქტები ევროპის ქვეყნების შესახებ

* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ


0
451
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0