x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122712
  • ვიდეო:355138
  • სურათი:494970
"ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს... შენს შეტყობინებას ველოდები, მაგრამ... როგორ ძლებ" - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი
image

როგორც ცნობილია 21 ივნისს, მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მისი გარდაცვალებიდან მე-9 დღე არის. მომღერლის დედა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:


„დღეს მეცხრე დღეა ჯოჯოხეთური, გაუსაძლისი, სული და ხორცი ერთდროულად რომ კი არ მეწვის, მეხრუკება.


შენ როგორ ხარ დე, ვემზადები მოვიდე, გნახო, ალბათ უკვე დაისვენე ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი. ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს. შენს შეტყობინებას ველოდები. მაგრამ.... როგორ ძლებ...



ამ ხუთი წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა დღე, ჩვენ არ გვესაუბრა, დღის ბოლოს ყოველ საღამოს თუ არ მირეკავდი, მწერდი ...დე სახლში ვარო, უკვე ცხრა დღეა არაფერი მოგიწერია, არც დაგირეკავს, არადა გელოდები, გელოდები და დაგელოდები აბა რა ვქნა, ბიჭებიც გელოდებიან.


მათ ხომ ისე უყვარხარ ქართულად მღეროდნენ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, სიმღერა იქით იყოს, კონცერტის დროს მათ გვარებს ქართული თარგმანით აცხადებდი, ეს ვიდეო ახლა ჩამიგდეს და რამდენ ასეთს ვნახავ, მაგრამ გავაზიარე დე, იმიტომ რომ, იციან, მაგრამ ერთხელ კიდევ ვთქვა ხმამაღლა .......ლევანიკო, ჩემო ლევანო.


სულით ხორცამდე ქართველი ხარ, დიახ, ხარ და სულ ასე იქნება „გენაცვალე შენ“ როგორც შენ იტყოდი....


„მიყვარხარ დე, კარგი დედი “ ასე მთავრდებოდა ყოველ დღე რამდენიმეჯერ ჩვენი საუბარი“, - წერს ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე.


ჯერჯერობით ლევან კბილაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანა, რის შემდეგაც მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

0
368
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0