x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვერც წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთში ვარ" - რას ჰყვება გიორგი გაბუნია

image


ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც მას ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, თავს მისი მოვალეობის შესრულებისას დაატყდა. გაბუნია საკუთარ მდგომარეობას ჯოჯოხეთს ადარებს და აცხადებს, რომ როგორც კი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ციხიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყობს, დაკავებულ თანამდებობას მყისიერად დატოვებს და რუსეთის გარდა, სხვა ნებისმიერი მიმართულებით გაემგზავრება. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს გიორგი გაბუნიას ინტერვიუდან:


"ვერც წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთში ვარ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დროებით ვარ აქ, ნიკასაც მივწერე – შენ რომ როდესღაც გამოხვალ, მე ვერ მნახავთქო, იმიტომ რომ როგორც კი იტყვიან, გვარამია გამოდის, მე ეგრევე მივდივარ აეროპორტში ნებისმიერი მიმართულებით, მოსკოვის გარდა.


შემეძლო არ შემეტენა, იმიტომ რომ ვერავინ მომთხოვდა ეს ყველაფერი მაინცდამაინც შენ უნდა გააკეთო, თავისუფლად შემეძლო მეთქვა – არა, არ მინდა, არ მიღირს. არც დამფუძნებელი ვარ ამ ტელევიზიის ოფიციალურად და ვალდებულები თანამდებობრივად არ მაქვს, ისეთ მძიმე პრობლემები დამხვდა, შემეძლო თავი ამერიდებინა", – აცხადებს ტელეწამყვანი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში.





0
289
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
289