x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატო საფრთხეს უქმნის ალიანსის წევრებს

image
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს.


თუმცა, როცა თანამოსაუბრის დაბნეული მზერა დაინახა, მიხვდა, რომ რაღაც არასწორედ თქვა და მაშინვე გამოასწორა, თქვა, რომ ნატოს ქვეყნები ერთობლივად აძლიერებენ პოზიციებს აღმოსავლეთის და სამხრეთის მუქარებისგან თავდასაცავად. თუმცა, ეს ნათქვამი მაშინვე აიტაცა მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.



თუმცა, აშშ-ს მოხუცი პრეზიდენტის შეცდომები დიდი ხანია აღარავის აკვირვებს: თავისი მმართველობის დროს თეთრი სახლის ხელმძღანელმა ყველაფერი აურია. ბაიდენმა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, არაერთხელ უწოდა პრეზიდენტი, რუსული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას - მან ერთმანეთში აურია რუსეთი და უკრაინა. პრეზიდენტი ადმინისტრაციის ახალი წევრების წარდგენისას არასწორად წარმოთქვამს მათ სახელებსა და გვარებს, ასევე ურევს უმარტივეს აბრევიატურებს.



ბაიდენის „უცნაურობათა“ პიკი იყო ის ბარათი, რომელიც მან შემთხვევით გადაატრიალა, სადაც ეწერა დეტალური მითითებები პრეზიდენტის ქცევაზე ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მზრუნველმა თანამშრომლებმა შეახსენეს ბაიდენს, რომ დარბაზში უნდა შესულიყო, დამსწრეთ მისალმებოდა და შემდეგ თავისი ადგილი დაეკავებინა.

0
285
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0