x
image
ლურჯი თოლია
ორთითა ადამიანების ამოუცნობი ტომი აფრიკაში
image
აფრიკული ტომი Doma ან vaDoma , რომლის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხზე მხოლოდ ორი თითი აქვს.
აფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი. ტომის წევრთა რაოდენობა 16 000 არ აღემატება. ტომის წარმომადგენლები ძირითადად თავს ნადირობით, თევზაობითა და შემგროვებლობით ირჩენენ.
ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს. ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო.
1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა მოგზაურობა აფრიკაში და პირველად ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანები. 1971 წელს პირველი სმეცნიერო ექსპედიცია მოეწყო ორთითა ტომის შესასწავლად.
image
ვადომას წარმომადგენლები ძალიან სწრაფად დარბიან, ხიდან ხეზე მარტივად ხტებიან, ხეზე ასულებს კი შეუძლიათ რამდენიმე დღე გაატარონ ხილის კრეფაში.
მათივე ლეგენდის თანახმად, ტომის სამშობლო პლანეტა მარსია.
image
0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0