x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
68 წლის ლუბოვ უსპენსკაიას ფიგურამ საცურაო კოსტუმში თაყვანისმცემლები გააოცა (ვიდეო)
image

რუსული შანსონის დედოფალი ლიუბოვ უსპენსკაია არასოდეს წყვეტს თაყვანისმცემლების გაოცებას. ამჯერად, 68 წლის მომღერალმა საზოგადოებას წარუდგინა ჩვენება საცურაო კოსტუმებში, რომელიც მან 32 წლის ქალიშვილ ტატიანა პლაქსინასთან ერთად მოაწყო.


ვარსკვლავმა განმარტა, რომ ამ დღეებში ქალიშვილთან ერთად, შვებულებაში აპირებს წასვლას, ამიტომ გადაწყვიტა მოდის ჩვენების მოწყობა.


"როგორ ფიქრობთ, რა ჯობია თან წავიღო ზღვაზე? პირადად რა ნიმუშები მოგეწონებათ თქვენ? რა აქსესუარებით შეიძლებოდა მათი გაწყობა? და, სხვათა შორის, ამ ზაფხულს თავად აპირებთ შვებულებაში წასვლას? და თუ ასეა, როგორ აპირებთ დროის გატარება?" ასეთი კითხვა დაუსვა უსპენსკაიამ გულშემატკივრებს.




მაგრამ თაყვანისმცემლებმა კითხვებზე პასუხის გაცემას როგორც ჩანს თავი აარიდეს და აქცენტი სულ სხვა რამაზე გადაიტანეს .საქმე ის არის, რომ მის ასაკში უსპენსკაია მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება." რა მომხიბლელი ფიგურა გაქვთ", "25 წლის გოგონასაც შეშურდება"-დაუწერეს მომღერალს კომანტარებში.


ისე ჩანს, რომ ტატიანასთან ერთად ისინი დებივით უფრო გამოიყურებიან, ვიდე დედა-შვილივით.



ებრაული წარმოშობის უკრაინელი მომღერლის ლუბოვ უსპენსკაიას(ქალიშვილობის გვარი სიცკერი) სერიოზული მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების შუა წლებში იწყება, როდესაც აშშ-ში ცხოვრების დროს ჩაწერა ალბომი «My Loved One", სიმღერები ვილი ტოკარევმა დაუწერა.


1993 წელს პირველად ჩამოდი რუსეთში(1977 წლის შემდეგ), რა დროსაც ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორიცაა «Кабриолет» და «Гусарская рулетка», 1996 და 1997 წლებში გამოდის მომღერლის ორი ალბომი «Карусель», და «Пропадаю я"ხოლო 1999 წლიდან საბოლოოდ გადმოდის რუსეთში საცხოვრებლად.

0
1281
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0