x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გართობა აწი ნახეთ თქვენ" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ "ქართული ოცნების" დატოვების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილისგან ამ სამეულის "განდგომის" იმიტაციას "ტრუკაჩობას" უწოდებს. გრიგოლიას თქმით, დასავლეთშიც კი არავინ დაიჯერებს, რომ მათი მაგინებლების ცალკე ჯგუფად გასვლა ბიძინას დავალება არაა:


"ოი…ოი…ოი…ხვალიდან ხუნდაძე და ბიჭები განცხადებებს გააკეთებენ, ევროპა კი არა, კინ ჩენ ინიც ყბაჩამოვარდნილი დარჩება, როგორ გვართმევდნენ ქართველობას და როგორ ვერ ამბობდა ამას “ოცნება“


გართობა აწი ნახეთ თქვენ, 3 ივლისამდე ისეთებს იტყვიან, 160 ათასი კი არა, სამჯერ მეტი კაცი გავა რუსთაველზე.


თუ ვინმე ფიქრობს, ხალხი დაიჯერებს, რომ ყაველაშვილი ან ხუნდაძე ბიძინასგან დამოუკიდებელია, საერთოდ არ სცოდნიათ საკუთარი ქვეყნისა არაფერი. დასავლეთშიც არავინ დაიჯერებს, რომ მათი მაგინებლების ცალკე ჯგუფად გასვლა ბიძინას დავალება არაა და რიზა ტრუკაჩობენ, რიზა?."- წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის"პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" რიგები 3 წევრმა - დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა დატოვა, თუმცა ისინი პარლამენტში რჩებიან.


მდინარაძის განმარტებით, დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი.




0
806
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
806