x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
აშშ-მ თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

image
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 29 პირს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, როსტეკის საავიაციო კლასტერის ხელმძღვანელს ანატოლი სერდიუკოვს და ტელეწამყვანს, გაზპრომ-მედიის გენერალური დირექტორის მოადგილეს თინა კანდელაკს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული 70 ორგანიზაცია, მათ შორის Rostec-ი.

კანდელაკი სანქციების სიაში მოხვედრას ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა. „სამყარო შეიცვალა და ჩვენ არასოდეს ვიქნებით ძველი სამყაროს ნაწილი. იქ არ გველოდნენ და არც გველოდებიან. და ვინც ცდილობს ორ სკამზე დაჯდეს, ან პირიქით, უკვე გადაინაცვლა უცხო სკამზე, მე კვლავაც თანავუგრძნობ მათ"- წერს იგი.

„გაზპრომ-მედიამ" განაცხადა, რომ ჰოლდინგი და მისი ტელეარხები „იმუშავებენ ზუსტად ისე, როგორც გუშინ მუშაობდნენ და ისევე როგორც სხვა მედია აქტივები და ბიზნესები მუშაობენ, რომელთა ლიდერები ე.წ. ცივილიზებულმა დასავლეთმა სანქციების სიაში მოაქცია. .”

კანდელაკის გარდა სიაში მოხვდნენ მისი მეუღლე, როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის სპეციალური დავალებების დირექტორი ვასილი ბროვკო, ისევე როგორც მისი პირველი ქორწინების შვილები, მელანია და ლეონტი კონდრახინი.

0
229
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0