x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნიკა, სიზმარი ვნახე........" – ლელა წურწუმია ნიკა გვარამიას

image


მომღერალი ლელა წურწუმია ციხეში მყოფ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საკუთარი საავტორო გადაცემადან საჯაროდ მიმართავს და ჰპირდება, რომ თოქ – შოუ "მხოლოდ ლელასთან" ეთერში მანამდე იქნება, სანამ ის ამას ფინანსურად შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მთავარი არხი" მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე იმყოფება, რის შედეგადაც არხზე უკვე არაერთი გასართობი გადაცემა დაიხურა:


"ვიცი რომ ამ გადაცემას ჩემი დირექტორი, ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია უყურებს. ნიკა გვპირდები, ჩემი გადაცემა, სანამ შემეძლება ყოველთვის იქნება და ყოველთვის გვერდში გედგებით, იმიტომ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც იდეისთვის ზიხარ, იქ სადაც ზიხარ. სხვათა შორის სიზმარი ვნახე, ყველაფერი კარგად იქნება"- ასე მიმართა "მთავარი არხის" გადაცემა "მხოლოდ ლელასთან" ავტორმა და წამყვანმა ლელა წურწუმიამ ციხეში მყოფ ნიკა გვარამიას.





0
394
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394