x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები PzH2000, რომელთა სროლის მანძილი და ეფექტურობა ბევრად აღემატება რუსულ თვითმავალ ჰაუბიცებს
image

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პირველი ფოტო და ვიდეო მასალა გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე "PzH2000", რომელიც გერმანიამ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.


საუბარია 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცაზე, აღნიშნული ჰაუბიცა სადღეისოდ საუკეთესოდ ითვლება მთელ მსოფლიოში. 5 ერთეულს გადასცემს ამ დღეებში ჰოლანდია, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი უკრაინულ მხარესთან აღნიშნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის გადაცემაზე თანხმობას ხელი.
გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები უკვე ჩაერთვნენ დონბასში საომარ მოქმედებებში.


"ჩვენ შევსება გვაქვს, უკრაინამ მიიღო გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები "PzH 2000", რომელთა მომსახურებას სრულად უკრაინელები განახორციელებენ, უკრაინელი არტილერისტები აღნიშნული ჰაუბიცებისათვის მომზადდნენ გერმანიაში"-ასეთი სტატუსი დადო თავის ფეისბუქ გვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. ей Резников.



"PzH2000" შეიქმნა კომპანია "Krauss-Maffei Wegmann"-ის მიერ 1998 წელს. ბუბდესვერმა შეიძინა აღნიშნული თვითმავალი ჰაუბიცის 121 ერთეული. სროლის მანძილზე ყველაზე კარგი შედეგები აჩვენა ჰაუბიცამ აირ-გენერატორიანი ჭურვებით "M1711" (40-47 კმ) და აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით რომელსაც სამხრეთ აფრიკა აწარმოებს "V-LAP" (54-67 კმ). ასევე გამოიყენება შორ მანძილზე სროლისათვის კორექტირებადი ჭურვები "M982 Excalibur"-ი. აღნიშნული ჭურვის სროლისათვის გამოიყენება დამატებითი მოწყობილობა, რომელიც აღნიშნულ თვითმავალ ჰაუბიცაზე დამონაჟდა 2013 წელს მათი მოდერნიზების შემდეგ.


"M982 Excalibur"-ის სროლის მანძილი შეადგენს 48 კილომეტრს, მაქსიმალური გადახვევა სამიზნიდან მაქსიმალურ მანძილზე შეადგენს მხოლოდ ერთ მეტრს, რაც დამეთანხმებით ძალიან მაღალი სიზუსტეა.


27 კილომეტრ მანძილამდე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჭურვი "SMArt 155" რომელიც პარაშუტზე დაკიდებით თვითდამიზნებადი გახლავთ დამრტყმელი ბირთვით.


შედარებისათვის: სადღეისოდ ყველაზე თანამედროვე რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის "2С19М2 "Мста-СМ""-ის სროლის მანძილი ატიურ-რეაქტიული ჭურვით 29 კილომეტრია, დამეთანხმებით გერმანული თვითმავალი ჰაუბიცა უზარმაზარ ფორას აძლევს რუსულ ანალოგს.


მართალია რუსი სამხედრო მწარმოებლები ამბობენ რომ მათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს "2С35 "Коалиция-СВ"-ს შეუძლია სროლა 70 კილომეტრ მანძილზე, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს მხოლოდ მათი შეფასებაა, რადგან აღნიშნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ჯერ რუსეთის არმიის შეიარაღებაში არაა, დანადგარის რამდენიმე ეგზემპლარი 2015 წლიდან აღლუმის მოედანს არ გასცილებია და არავინ იცის რეალურად როგორია მისი ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ცხადია "Русспецсталь"-ის გაკოტრების და დაშლის მერე რუსული კომპანიებისგან აღნიშნული საარტილერიო დანადგარებისათვის ახალი ლულის შექმნაზე შეთავაზება არ ყოფილა, აღნიშნულ რუსულ თვითმავალ დანადგარს უბრალოდ არა აქვს ხარისხიანი ლულა რომლის გარეშეც დანადგარი რკინის კოლოფია და მეტი არაფერი.


imageimage

0
242
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
242