x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფერნან მესონიე, XX-საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი ჯალათების გვარიდან
image ჯალათის პროფესია არცთუ სასიამოვნო პროფესია იქნებოდა, მაგრამ საჭიროც თუ გავითვალისწინებთ გასული საუკუნეების ევროპის მდგომარეობას, სადაც ხშირი იყო გადატრიალებები, ამბოხება თუ რევოლუციენი.


ჯალათები საკმაოდ მაღა ანაზღაურებას იღებდნენ სამსახურის სანაცვლოდ, მაგრამ იშვიათია გვარი რომელსაც რამდნიმე ჯალათი ყოლოდა გვარში.
თუმცა არის გვარი რომელსაც XVI საუკუნიდან ყავდა გვარში ჯალათების საკმაოდ დიდი რაოდენობა, პრაქტიკულად ერთადერთი გვარია, სადაც ჯალათობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა შთამომავლობას.


საუბარია ფრანგი ჯალათების გვარზე-მესონიე.


ამ სურათზეა ამ გვარის ერთერთი გამოჩენილი ჯალათი ფერნან მესონიე რომელიც ჯალათის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1947 წელს 16 წლის ასაკში, მანამდე კი მამის, ასევე ჯალათ მორის მესონიეს თანაშემწე იყო.
ფერნანს ჰქონდა მის მიერ გილიოტინაზე დასჯილი ადამიანების პირადი ნივთების უზარმაზარი კოლექცია, რომელიც 500 ნივთს მოიცავდა. ფერნანი აპირებდა გაეკეთებინა მუზეუმი, სადაც გამოფენდა მის მიერ დასჯილი ადამიანების ნივთებს, ეს მისი ოცნება გახლდათ.



ფერნანს ჰქონდა ყველაფერი, რათა ცხოვრებით კმაყოფილი ყოფილიყო: მას ჰქონდა მოთხოვნადი სამსახური მაღალი ანაზღაურებით, ჰქონდა ტაბელური იარაღის ტარების უფლება და ჰქონდა სახელმწიფოსგან დაფინანსება, რათა თავისუფლად ემოგზაურა სახელმწიფოს ხარჯზე მთელ მსოფლიოში.
ერთერთი ასეთი მოგზაურობისას 1961 წელს ის შეხვდა ტაიტზე მომავალ საცოლეს.


ფერნანი წლების მანძილზე მუზეუმიდან მუზეუმში დაატარებდა გამოფენაზე გილიოტინას რომლის დახმარებითაც მან 200-ზე მეტი ადამიანი დატოვა უთაოდ საფრანგეთის ალჟირში. მესსონიე გახდა უკანასკნელი ჯალათი საფრანგეთის ალჟირში, 1961 წელს ადამიანების დასჯა გილიოტინით აკრძალა ხელისუფლებამ.


ფერნანი უზრუნველად ცხოვრობდა შემოსავლებით, მას ჰქონდა შემოსავლიანი ბარი, გილიოტინის მუზეუმებში გამოფენით არცთუ მცირე შემოსავალი ჰქონდა, რაც მთლიანობაში მას და მის ოჯახს კარგად ცხოვრების საშუალებას აძლევდა,
გვარის უკანასკნელი ჯალათი 2008 წელს გარდაიცვალა.



0
276
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
276