x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გილოცავთ" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, 5 წლის ვადით, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"გილოცავთ- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია( დასვა ) ქოცურად აღდგენილი სამართლიანობა, 2012-ში რომ გპირდებოდნენ))) მურუსიძე-ჩინჩალაძე-კლანი და ამბავი. ღმერთს ებარებოდეთ." - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მომდევნო 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე უკვე მეორე ვადით ერთხმად აირჩია.


0
245
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
245